Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

სტიქიური მოვლენების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემის ეფექტიანობა დაბალია – აუდიტი

აჭარა თაიმსი აპრილი 19, 2025
stiqia gamafrtxilebeli_AJARATIMES.GE

საქართველოში სტიქიური მოვლენების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემის ეფექტიანობა დაბალია – ამის შესახებ ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური მონაცემების საფუძველზე მომზადებული გაფრთხილებები მოსახლეობამდე დროულად და ეფექტიანად ვერ აღწევს.

2022-2023 წლების აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად სამართლებრივი ჩარჩოს არქონა სახელდება, რომელიც განსაზღვრავდა გაფრთხილების მომზადებისა და გავრცელების პროცესებს, ასევე, ამ პროცესში ჩართული სუბიექტების უფლებამოსილებებსა და პასუხისმგებლობას.

„ადრეული გაფრთხილების სისტემის საკონტროლო სიის შესაბამისად, უნდა არსებობდეს გამართული პროცესი შეტყობინებების რისკის ქვეშ მყოფ საზოგადოებამდე მისაღწევად. დღეს მსგავსი მექანიზმი სრულყოფილად არ ფუნქციონირებს,“ – აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტი ყოველდღიურ რეჟიმში ამზადებს ამინდის პროგნოზებს და საჭიროების შემთხვევაში ავრცელებს გაფრთხილებებს მოსალოდნელი სტიქიური მოვლენების შესახებ. თუმცა, შეტყობინებების მიღება მხოლოდ შეზღუდული არხებით – ელფოსტითა და SMS-ებით ხდება, რაც ინფორმაციის გავრცელების მასშტაბს და სისწრაფეს ამცირებს.

ამასთან, ქვეყანაში განგაშის მხოლოდ ერთი მოქმედი სისტემა ფუნქციონირებს – დევდორაკამალის ხეობაში, რომელიც შვეიცარიულ კომპანიასთან თანამშრომლობით ოპერირებს. მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისსა და კიკეთში მაღალი სიზუსტის მეტეოროლოგიური რადარები მოქმედებს, ასევე 2024 წლის სექტემბერში ფოთში ატმოსფეროს ვერტიკალური ზონდირების სადგურიც ამოქმედდა, ეს ინფრასტრუქტურა საკმარისი არ არის მოსახლეობის დროული ინფორმირების უზრუნველსაყოფად.

ანგარიშის მიხედვით, აუცილებელია ძლიერი სამართლებრივი და ტექნიკური ჩარჩოს შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს გაფრთხილებების ეფექტიან გადაცემას ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან – მათ შორის ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომელიც სტიქიური მოვლენების პირდაპირ საფრთხეშია.

კერძოდ, რა მიგნებები აქვს აუდიტს:

  • არ არის შემუშავებული/განახლებული ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგია, რაც ადრეული გაფრთხილების სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებას აფერხებს;
  • განახლებას საჭიროებს სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმა;
  • არ არსებობს ინტეგრირებული ჩარჩო, რომელიც განსაზღვრავს ადრეული გაფრთხილების სისტემის სუბიექტების როლებს, პასუხისმგებლობებს და მაკოორდინირებელ უწყებას;
  • არ არის განსაზღვრული ბუნებრივი ფაქტორებით გამოწვეული საფრთხეების და რისკების იდენტიფიცირებაზე, ანალიზსა და შეფასებაზე პასუხისმგებელი უწყება;
  • არ არის განსაზღვრული გარემოსთან დაკავშირებული სტრესების და კატასტროფების პროგნოზირების და ადრეული გაფრთხილების უზრუნველყოფის ამოცანაზე პასუხისმგებელი უწყება;
  • არ არსებობს ბუნებრივი კატასტროფების, საფრთხეებისა და რისკების შეფასების საინფორმაციო ბაზა;
  • არ არსებობს სამეცნიერო და ტექნიკურ ექსპერტებთან თანამშრომლობის, ინფორმაციის მიმოცვლის პროცესების მომწესრიგებელი დოკუმენტები, რის გამოც იკარგება სამეცნიერო-ტექნიკური ცოდნის და სხვა რესურსების გამოყენების შესაძლებლობა ადრეული გაფრთხილების სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის;
  • გაუმართავია ცენტრალურ და ადგილობრივ ორგანოებს შორის კომუნიკაცია და კოორდინაცია გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციების შესრულების მიზნით;
  • მუნიციპალიტეტებს არ აქვთ შემუშავებული და დამტკიცებული საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმები;
  • არ არსებობს ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური მონაცემების ადრეული გაფრთხილებებისთვის გამოყენების ფორმალიზებული და თანმიმდევრული პრაქტიკა;
  • არ არსებობს ადრეული გაფრთხილების შეტყობინებების დაინტერესებულ პირებამდე და რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებამდე მიღწევის გამართული და საიმედო პროცესი;
  • არ არსებობს ცენტრალიზებული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სისტემა, საგანგებო სიტუაციების სატელეკომუნიკაციო გეგმა ადრეული გაფრთხილების შეტყობინებების გასავრცელებლად.

Post navigation

Previous: „დანაშაულს იმიტომ არ იძიებენ, რომ საქმეში გარეულია სულხან თამაზაშვილი“ – მოქალაქე
Next: სტამბოლი-ბათუმის რეისის თვითმფრინავს აეროპორტში დაჯდომა უჭირს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

policia_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 80 პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 3, 2026
shuqi, santeli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 2, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 1, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 80 პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 80 პირი დააკავეს

ოქტომბერი 3, 2026
„სკ ბათუმმა“ სუპერლიგა გამარჯვებით დაიწყო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„სკ ბათუმმა“ სუპერლიგა გამარჯვებით დაიწყო

ოქტომბერი 3, 2026
ბათუმის აეროპორტში 128 ათას ლარზე მეტი ღირებულების არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს batumis aeroporti,tvitmfrinavi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში 128 ათას ლარზე მეტი ღირებულების არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს

ოქტომბერი 2, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi, santeli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 2, 2026
ქობულეთში ექიმებს ფიზიკურად გაუსწორდნენ _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ექიმებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ოქტომბერი 2, 2026
ბათუმში სამშენებლო კომპანიის ორი ხელმძღვანელი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში სამშენებლო კომპანიის ორი ხელმძღვანელი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

ოქტომბერი 2, 2026
ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 80 პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 80 პირი დააკავეს

ოქტომბერი 3, 2026
„სკ ბათუმმა“ სუპერლიგა გამარჯვებით დაიწყო _AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

„სკ ბათუმმა“ სუპერლიგა გამარჯვებით დაიწყო

ოქტომბერი 3, 2026
ბათუმის აეროპორტში 128 ათას ლარზე მეტი ღირებულების არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს batumis aeroporti,tvitmfrinavi_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში 128 ათას ლარზე მეტი ღირებულების არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს

ოქტომბერი 2, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi, santeli_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 2, 2026
ქობულეთში ექიმებს ფიზიკურად გაუსწორდნენ _AJARATIMES.GE 5
  • ქობულეთი

ქობულეთში ექიმებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ოქტომბერი 2, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.