Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ბათუმში გმირთა ხეივნის რეაბილიტაცია დასრულებულად გამოცხადდა, თუმცა ინფრასტრუქტურული ხარვეზები ჯერ კიდევ მოუგვარებელია

აჭარა თაიმსი აპრილი 30, 2025
shadrevani_AJARATIMES.GE

ბათუმში, გმირთა ხეივნის რეაბილიტაციის დასრულებიდან თითქმის ერთი წელი გავიდა, თუმცა ობიექტზე არაერთი ინფრასტრუქტურული პრობლემა კვლავ გადაუჭრელია. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი ოფიციალურად დასრულებულად გამოცხადდა და გახსნის გრანდიოზული ცერემონიაც გაიმართა, ხეივანი დღესაც არ არის სრულყოფილი.

ადგილზე არ მუშაობს შშმ და ეტლით მოსარგებლე პირებისთვის განკუთვნილი ლიფტები, დაკეტილია ჰიგიენის სივრცეები, არ მუშაობს შადრევნების უმეტესობა (6-დან 5 მწყობრიდანაა გამოსული), ღამით კი ლამპიონების ნაწილი გათიშულია. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ პროექტის ფარგლებში კომერციული ფართებიც აშენდა, მათი რეალურად დატვირთვა ჯერ არ მომხდარა და სივრცეები დაკეტილია.

ცნობისთვის: პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში და მისი ღირებულება 35 მილიონ ლარს აღწევს. თუმცა, როგორც მედიაპლატფორმა „ფაქტ-მეტრი“ იტყობინება, რეალურად ხეივნის მოწყობაზე გაცილებით მეტი თანხა დაიხარჯა, ვიდრე თავდაპირველ ხელშეკრულებაში იყო განსაზღვრული. გამოცემის ინფორმაციით, სამუშაოები ვადების დარღვევითა და საეჭვო გარემოებებით მიმდინარეობდა.

ინფორმაციისთვის: გმირთა ხეივანი ოფიციალურად ბათუმის მერიამ ჩაიბარა, თუმცა კითხვას, რატომ მიიღეს დასრულებულად ობიექტი არსებული ხარვეზების ფონზე, ადგილობრივი თვითმმართველობა პასუხს არ სცემს. “ქართული ოცნების” საკრებულოს დეპუტატები აცხადებენ, რომ პრობლეის შესახებ არაინფოორმირებულები არიან და აღნიშნავენ, რომ საკითხით დაინტერესდებიან.

გარემოება: ცხადია, „აჭარა თაიმსი“ კითხვებით მიმართავდა ბათუმის მერიას. თუმცა, როგორც ცნობილია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ თანამშრომლობს დამოუკიდებელ და ობიექტურ მედიასთან — მათ შორის, ისინი საჯარო შეხვედრებსაც იზოლირებულ სივრცეში ატარებენ. იმ შემთხვევაში, თუ ამ მასალის გამოქვეყნების შემდეგ თვითმმართველობას სურვილი გაუჩნდება საკუთარი პოზიციის დაფიქსირების, მათი კომენტარი სტილის დაცვით გამოქვეყნდება და მასალა განახლდება.

Post navigation

Previous: დინამო ბათუმმა, გარეჯს ფრე ეთამაშა
Next: ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში — ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, ფიროსმანის N1ა-ში მდებარე კორპუსი ავარიულია – კიდევ რა წერია დასკვნაში

აჭარა თაიმსი ნოემბერი 2, 2026
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 1, 2026
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ბავშვზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით ძებნილი პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 31, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ქობულეთში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს – დაკავებულია ერთი პირი policia_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს – დაკავებულია ერთი პირი

ნოემბერი 3, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 3 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 3 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 2, 2026
ბათუმში, ფიროსმანის N1ა-ში მდებარე კორპუსი ავარიულია – კიდევ რა წერია დასკვნაში _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, ფიროსმანის N1ა-ში მდებარე კორპუსი ავარიულია – კიდევ რა წერია დასკვნაში

ნოემბერი 2, 2026
საქართველოში მკვლევართა 55.1% ქალია kvlevari_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საქართველოში მკვლევართა 55.1% ქალია

ნოემბერი 2, 2026
საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა მათი დანახარჯები შემცირდა – ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან იყო rusebi saqartveloshi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა მათი დანახარჯები შემცირდა – ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან იყო

ნოემბერი 2, 2026
ავტომობილების რეექსპორტის გზით გადასახადებისგან თავის არიდების საქმეზე 3 პირი დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge
  • საქართველო

ავტომობილების რეექსპორტის გზით გადასახადებისგან თავის არიდების საქმეზე 3 პირი დააკავეს

ნოემბერი 2, 2026
ქობულეთში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს – დაკავებულია ერთი პირი policia_AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

ქობულეთში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს – დაკავებულია ერთი პირი

ნოემბერი 3, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 3 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 3 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 2, 2026
ბათუმში, ფიროსმანის N1ა-ში მდებარე კორპუსი ავარიულია – კიდევ რა წერია დასკვნაში _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში, ფიროსმანის N1ა-ში მდებარე კორპუსი ავარიულია – კიდევ რა წერია დასკვნაში

ნოემბერი 2, 2026
საქართველოში მკვლევართა 55.1% ქალია kvlevari_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

საქართველოში მკვლევართა 55.1% ქალია

ნოემბერი 2, 2026
საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა მათი დანახარჯები შემცირდა – ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან იყო rusebi saqartveloshi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა მათი დანახარჯები შემცირდა – ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან იყო

ნოემბერი 2, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.