ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, პარტია „ლელო – ძლიერი საქართველოსთვის“ წარმომადგენლის, ბესიკ შაინიძის სარჩელი დააკმაყოფილა.
სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ხულოს საკრებულოს გადაწყვეტილება. კერძოდ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ფრაქციის რეგისტრაციაზე რამდენიმე თვის წინ, უარი ეთქვათ. მოსამართლის განჩინებით, საკრებულოს დაევალა ოპოზიციური ფრაქციის რეგისტრაცია.
ინფორმაციისთვის: სამი პოლიტიკური პარტია — „გახარია – საქართველოსთვის“, „ლელო – ძლიერი საქართველო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ — ერთიანი ფრაქციის ჩამოყალიბებას ითხოვენ. როგორც ბესიკ შაინიძე აცხადებს, საკრებულომ მათი კონსტიტუციური უფლება დაარღვია და ფრაქციის შექმნის შესაძლებლობა უსაფუძვლოდ შეზღუდა.



