გონიოში მშენებარე კორპუსზე საყრდენი კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 30 წლამდე კაცი გარდაიცვალა.
დაშავებული ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში იყო მოთავსებული, სადაც ის გუშინდელი დღიდან კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა.
პაციენტს აღენიშნებოდა მრავლობითი მოტეხილობები და შიდა ორგანოების დაზიანებები, მისი მდგომარეობა სიცოცხლესთან შეუთავსებლად ფასდებოდა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.



