
ბათუმში, ახალ ბულვარში ზღვამ ერთი ადამიანის ცხედარი გამორიყა. შემთხვევა დღეს დაფიქსირდა.
„აჭარა თაიმსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს, რომ გარდაცვლილი უკვე ნაპოვნია და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები.
ამ დროისთვის უცნობია გარდაცვალების მიზეზი. შემთხვევის დეტალებს შესაბამისი სამსახურები არკვევენ.