Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

B ჰეპატიტზე მკურნალობა უფასო იქნება

აჭარა თაიმსი ივლისი 17, 2024
b hepatiti_AJARATIMES.GE

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო და პაციენტებს სერვისის მიღება უფასოდ შეეძლებათ.

პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოს მხრიდან სრულად ანაზღაურდება პაციენტების სკრინინგი, მკურნალობაში ჩასართავად და მკურნალობის მონიტორინგისთვის საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები, ასევე პაციენტებს უსასყიდლოდ გადაეცემათ B ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები.

“პროგრამის მოსარგებლეებად განისაზღვრებიან პირები ქრონიკული HBV ინფექციით, აგრეთვე პირები, რომლებსაც დადგენილი აქვთ  ქრონიკული B ჰეპატიტის დიაგნოზი და უკვე იმყოფებიან ანტივირუსულ მკურნალობაზე. პროგრამაში პაციენტების ჩართვა განხორციელდება კომისიური წესით.

B ჰეპატიტის მქონე იმ პირებისთვის, რომლებსაც კლინიკურად ამ ეტაპზე არ ესაჭიროებათ მკურნალობა, პროგრამით გათვალისწინებულია განმეორებითი დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება ექიმის დანიშნულების შესაბამისად, 12 თვეში ერთხელ.

იმ პირებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ B ჰეპატიტის ვირუსის არსებობა, დაავადების პრევენციის მიზნით, პროგრამის ფარგლებში, შესთავაზებენ B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, რომელიც ასევე სრულად ანაზღაურდება სახელმწიფოს მხრიდან.

სერვისების მისაღებად, მოქალაქემ უნდა მიმართოს პროგრამის მიმწოდებელ დაწესებულებებს – პროგრამაში ჩართულია 15-მდე სამედიცინო დაწესებულება მთელი ქვეყნის მასშტაბით. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, სერვისის მიმწოდებლების რიცხვი ეტაპობრივად გაიზრდება,” – წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებები, სადაც დაწყებულია ტესტირება, იხილეთ ბმულზე.

ინფორმაციისთვის: პროგრამის მიზანი საქართველოში B ჰეპატიტით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირებაა. პროგრამის პირველ ეტაპზე, პაციენტები B ჰეპატიტზე ტესტირებასა და დიაგნოსტიკას გაივლიან, მკურნალობას კი სექტემბრიდან დაიწყებენ.

Post navigation

Previous: დინამო ბათუმი VS ლუდოგორეცი
Next: აჭარაში სხვა რეგიონებიდან ამომრჩეველთა გადმოწერა მიმდინარეობს – ნინო ჩხეტია

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

sursatis erovnuli saagento_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში რესტორან „ღელეღურდანს“ საწარმოო პროცესი შეუჩერდა

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 30, 2026
qurdoba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ქურდობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 30, 2026
police_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბათუმში 6 პირი დააკავეს, მათ შორის უცხო ქვეყნის 3 მოქალაქეა

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 30, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლაში მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლაში მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა

ოქტომბერი 30, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 31 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 31 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 30, 2026
შუქნიშანი, რომელსაც ქობულეთელები წლებია ელოდებიან qobuleti_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

შუქნიშანი, რომელსაც ქობულეთელები წლებია ელოდებიან

ოქტომბერი 30, 2026
ბათუმში რესტორან „ღელეღურდანს“ საწარმოო პროცესი შეუჩერდა sursatis erovnuli saagento_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში რესტორან „ღელეღურდანს“ საწარმოო პროცესი შეუჩერდა

ოქტომბერი 30, 2026
ბათუმში ქურდობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს qurdoba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ქურდობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს

ოქტომბერი 30, 2026
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბათუმში 6 პირი დააკავეს, მათ შორის უცხო ქვეყნის 3 მოქალაქეა police_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბათუმში 6 პირი დააკავეს, მათ შორის უცხო ქვეყნის 3 მოქალაქეა

ოქტომბერი 30, 2026
ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლაში მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა _AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლაში მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა

ოქტომბერი 30, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 31 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 31 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 30, 2026
შუქნიშანი, რომელსაც ქობულეთელები წლებია ელოდებიან qobuleti_AJARATIMES.GE 3
  • ქობულეთი

შუქნიშანი, რომელსაც ქობულეთელები წლებია ელოდებიან

ოქტომბერი 30, 2026
ბათუმში რესტორან „ღელეღურდანს“ საწარმოო პროცესი შეუჩერდა sursatis erovnuli saagento_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში რესტორან „ღელეღურდანს“ საწარმოო პროცესი შეუჩერდა

ოქტომბერი 30, 2026
ბათუმში ქურდობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს qurdoba_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში ქურდობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს

ოქტომბერი 30, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.