Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ბათუმის მე-14 საჯარო სკოლის დირექტორს მოსწავლის ბულინგში ადანაშაულებენ

სულხან მესხიძე ივნისი 4, 2024
skola_AJARATIMES.GE

ბათუმის მე-14 საჯარო სკოლის დირექტორს მოსწავლის ბულინგში ადანაშაულებენ. მშობელი „აჭარა თაიმსს“ უყვება, რომ ნატალია გოგუაძე კლასელების თანდასწრებით მის შვილს შეურაცხყოფას აყენებს.

შექმნილი ვითარების გამო, როგორც მშობელი ამბობს, იძულებული გახდა შვილი სხვა სკოლაში გადაიყვანოს. ლელა ვერძაძემ მინისტრს, მაია ხაჯიშვილს შესაბამისი, წერილობითი თხოვნით უკვე მიმართა.

„ჩემი შვილის მიმართ ხორციელდება ბულინგი, მათემათიკის მასწავლების მიერ, ამავდროულად ეს ქალბატონი არის სკოლის დირექტორი ნატალია გოგუაძე. ჩემი შვილი იმყოფება არათანაბარ მდგომარეობაში და აქვს მისი მხრიდან უფლება გადამეტებას, ეთიკის ნორმების მრავალჯერ და უხეშ დარღვევას.

მიმდინარე სემესტრის თებერვალში იყო შემთხვევა, როდესაც სკოლიდან მოვიდა ტირილით. ბავშვი ამბობდა სწორად დავწერე შემაჯამებელი და მასწავლებელმა არ მომისმინაო და ვერ შევძელი მისთვის სიმართლის დადასტურება. მრავალჯერ მოვიდა ბავშვი ატირებული სკოლიდან და მთხოვს, დავეხმარო, რომ მე-7 კლასიდან გადავიყვანო სხვა სკოლაში,“ – ამონარიდი იმ წერილიდან, რომელიც ლელა ვერძაძემ მინისტრს მიწერა.

ინფორმაციისთვის: მშობელმა დირექტორისა და მოსწავლის კომუნიკაციის დამადასტურებელი აუდიო ჩანაწერიც მოგვაწოდა, სადაც ნატალია გოგუაძის მხრიდან მოსწავლის მიმართ არაჯანსაღი დამოკიდებულება იკვეთება. 

“რა ნიშანი გეკუთვნის? სამი, მაგრამ გიწერ ექვსს. მე ამას დავაქსეროქსებ და ისე გაგატან სახლში, იმიტომ რომ მერე რაღაცები არ ჩაამატო. ამდენი პრეტენზიები თუ იქნება მე ვერ შევძლებ თქვენთან მუშაობას. ბავშვებო მე ხომ ავხსენი, ყველაფერი ხომ იყო გასაგები (დირექტორი ითხოვს სხვა ბავშვების დადებით თანხმობას – ავტ.) შენ რატომ ვერ გაიგე ნ****? რა გინდა მითხარი, შენი ბრალდებების გამო კლასი დავტოვო? ბოლო-ბოლო ვიცით ათოსნები ვინებია, შენ სამოსანი გამოდიხარ. (დირექტორი ხმამაღლა კითხულობს სიას ვის შეუძლია სწავლა – ავტ.) 

ათიანს დაგიწერ თუ მე პრობლემას არ შემიქმნი, მე და სკოლას. გავაკეთოთ ასე? და სხვებს ვეტყვი ბავშვებო არ გეწყინოთ სხვა გზა არ მქონდა. შენი თავი ვინ გგონია,” – ისმის ფარულ ჩანაწერში. 

„აჭარა თაიმსი“ კომენტარისთვის ნატალია გოგუაძეს დაუკავშირდა, რომელმაც ბრალდებები სასტიკად უარყო და მოკლე განმარტებით შემოიფარგლა.

“ბრალდება სიმართლება არ შეესაბამება. ამ საკითხზე მოკვლევა დაწყებულია და გაირკვევა ყველაფერი. მე ახსნა განმარტება უკვე წარვადგინე,” – განაცხადა ნატალია გოგუაძემ ჩვენთან საუბრისას.

 

Post navigation

Previous: სოციალურად დაუცველები და უსახლკაროები ბათუმის მერიასთან აქციას მართავენ
Next: ხელისუფლების მორიგი ტყუილი – “ოცნების ქალაქელებს” ბინები კვლავ არ გადასცეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, საპატრულო პოლიციის ავტომობილი ავარიაში მოყვა

აჭარა თაიმსი აგვისტო 27, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტად ცნობილ პირთან ერთად სუფრაზე

აჭარა თაიმსი აგვისტო 25, 2026
dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი აგვისტო 24, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„ოქროს ეძებენ“ – ხულოს სოფელ სხანდარაში უცნობი პირები მიწას თხრიან, ადგილობრივები საფრთხეზე საუბრობენ _AJARATIMES.GE
  • ხულო

„ოქროს ეძებენ“ – ხულოს სოფელ სხანდარაში უცნობი პირები მიწას თხრიან, ადგილობრივები საფრთხეზე საუბრობენ

აგვისტო 27, 2026
მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა mamuka mdinaradze_AJARATIMES.GE (1)
  • საქართველო

მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა

აგვისტო 27, 2026
ბათუმში, საპატრულო პოლიციის ავტომობილი ავარიაში მოყვა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, საპატრულო პოლიციის ავტომობილი ავარიაში მოყვა

აგვისტო 27, 2026
სკოლებისთვის 750-მდე ქარხნულად დამზადებული დროებითი შენობის შეძენა იგეგმება _AJARATIMES.GE
  • საქართველო

სკოლებისთვის 750-მდე ქარხნულად დამზადებული დროებითი შენობის შეძენა იგეგმება

აგვისტო 27, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 31 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 31 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 27, 2026
„დინამო ბათუმი“ ყიფიანის თასის ნახევარფინალშია fexburti_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ ყიფიანის თასის ნახევარფინალშია

აგვისტო 27, 2026
„ოქროს ეძებენ“ – ხულოს სოფელ სხანდარაში უცნობი პირები მიწას თხრიან, ადგილობრივები საფრთხეზე საუბრობენ _AJARATIMES.GE 1
  • ხულო

„ოქროს ეძებენ“ – ხულოს სოფელ სხანდარაში უცნობი პირები მიწას თხრიან, ადგილობრივები საფრთხეზე საუბრობენ

აგვისტო 27, 2026
მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა mamuka mdinaradze_AJARATIMES.GE (1) 2
  • საქართველო

მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა

აგვისტო 27, 2026
ბათუმში, საპატრულო პოლიციის ავტომობილი ავარიაში მოყვა _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში, საპატრულო პოლიციის ავტომობილი ავარიაში მოყვა

აგვისტო 27, 2026
სკოლებისთვის 750-მდე ქარხნულად დამზადებული დროებითი შენობის შეძენა იგეგმება _AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

სკოლებისთვის 750-მდე ქარხნულად დამზადებული დროებითი შენობის შეძენა იგეგმება

აგვისტო 27, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 31 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 31 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 27, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.