Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

ამოღებულია მილიონობით დოლარი და ძვირფასი ნივთები – სუს-მა ყოფილი და მოქმედი მაღალი თანამდებობის პირების სახლები გაჩხრიკა 

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 18, 2025
_AJARATIMES.GE

„ქართული ოცნების“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ავრცელებს 17 ოქტომბერს ჩატარებული მასშტაბური ოპერაციის ამსახველ კადრებს. უწყების ცნობით, ჩატარდა ჩხრეკები ყოფილი და მოქმედი მაღალი თანამდებობის პირების საცხოვრებელ სახლებში.

სუს-ის ინფორმაციით, 17 ოქტომბერს, დილის 10:00 საათიდან, ჩხრეკა ჩატარდა თბილისში, დედოფლისწყაროში, ვანში, ჩოხატაურსა და ბორჯომში მდებარე 24 ბინასა და საცხოვრებელ სახლში, ასევე განხორციელდა პირადი ჩხრეკები. ღონისძიებაში მონაწილეობდა საქართველოს პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 230-მდე თანამშრომელი.

ჩხრეკები შეეხო – ირაკლი ღარიბაშვილს, გრიგოლ ლილუაშვილს, ოთარ ფარცხალაძეს, რომეო მიქაუტაძეს, მიხეილ ჩოხელს, ვანო და თორნიკე პარკაულებს, ანდრია (სანდრო) ლილუაშვილს და მათ ოჯახებს.

ოპერაციის შედეგად ამოღებულია 7 002 200 აშშ დოლარი და 136 000 ლარი ნაღდი ფული, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, ათასობით ფურცლისგან შემდგარი დოკუმენტაცია, 50 მობილური ტელეფონი და 119 ელექტრონული მოწყობილობა.

სუს-ის ცნობით, ამჟამად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილები ერთობლივად სწავლობენ ამოღებულ დოკუმენტაციასა და ტექნიკურ მოწყობილობებში არსებულ ინფორმაციას, ასევე ამოღებული ფულის წარმომავლობას. უწყების განცხადებით, მიღებული მონაცემების საფუძველზე დაიგეგმება დამატებითი საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

Post navigation

Previous: მერის მოადგილეების გათავისუფლება დასაბუთებული უნდა იყოს – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
Next: დინამოების დერბი ფრედ დასრულდა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

fexburti.sporti.dinamo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ეროვნული ლიგის 22-ე ტური: „დინამო ბათუმმა“ 3 ქულა მოიპოვა

აჭარა თაიმსი აგვისტო 21, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი აგვისტო 21, 2026
xvicha asambadze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ხვიჩა ასამბაძე – აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის კონკურსის მონაწილე, სახელმწიფო უწყებების კონტრაქტორი და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი

აჭარა თაიმსი აგვისტო 21, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში GDS Park Drift-ის ფინალური ეტაპი გაიმართა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

ბათუმში GDS Park Drift-ის ფინალური ეტაპი გაიმართა

აგვისტო 23, 2026
ახალი სამსახური თუ განაშენიანების მართვის დოკუმენტი – რა იხსნის ბათუმს ქაოსური მშენებლობებისგან? batumi, sofeli, batumis xedi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ახალი სამსახური თუ განაშენიანების მართვის დოკუმენტი – რა იხსნის ბათუმს ქაოსური მშენებლობებისგან?

აგვისტო 23, 2026
თორნიკე რიჟვაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის რესტორნის მშენებლობა შეჩერებულია restorani batumshi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

თორნიკე რიჟვაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის რესტორნის მშენებლობა შეჩერებულია

აგვისტო 23, 2026
ახალსოფელში ავტომობილში გარდაცვლილი კაცი იპოვეს policia_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ახალსოფელში ავტომობილში გარდაცვლილი კაცი იპოვეს

აგვისტო 23, 2026
სარფისა და გორგაძეთის მონაკვეთებზე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისას 4 პირი დააკავეს Sarfi_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფისა და გორგაძეთის მონაკვეთებზე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისას 4 პირი დააკავეს

აგვისტო 22, 2026
ბათუმის აეროპორტში 300-ზე მეტი „მდმა“ აბი ამოიღეს – დაკავებულია 1 პირი aeroporti_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში 300-ზე მეტი „მდმა“ აბი ამოიღეს – დაკავებულია 1 პირი

აგვისტო 22, 2026
ბათუმში GDS Park Drift-ის ფინალური ეტაპი გაიმართა _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

ბათუმში GDS Park Drift-ის ფინალური ეტაპი გაიმართა

აგვისტო 23, 2026
ახალი სამსახური თუ განაშენიანების მართვის დოკუმენტი – რა იხსნის ბათუმს ქაოსური მშენებლობებისგან? batumi, sofeli, batumis xedi_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ახალი სამსახური თუ განაშენიანების მართვის დოკუმენტი – რა იხსნის ბათუმს ქაოსური მშენებლობებისგან?

აგვისტო 23, 2026
თორნიკე რიჟვაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის რესტორნის მშენებლობა შეჩერებულია restorani batumshi_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

თორნიკე რიჟვაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის რესტორნის მშენებლობა შეჩერებულია

აგვისტო 23, 2026
ახალსოფელში ავტომობილში გარდაცვლილი კაცი იპოვეს policia_AJARATIMES.GE 4
  • ხელვაჩაური

ახალსოფელში ავტომობილში გარდაცვლილი კაცი იპოვეს

აგვისტო 23, 2026
სარფისა და გორგაძეთის მონაკვეთებზე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისას 4 პირი დააკავეს Sarfi_AJARATIMES.GE 5
  • ხელვაჩაური

სარფისა და გორგაძეთის მონაკვეთებზე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისას 4 პირი დააკავეს

აგვისტო 22, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.