Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ხულო

„ამ ფორმით ბრძოლა დროის კარგვაა“ – ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხულოს საკრებულო დატოვა და ემიგრაციაში მიდის

სულხან მესხიძე მაისი 12, 2026
besik shainidze_AJARATIMES.GE

ხულოს საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ბესიკ შაინიძემ წარმომადგენლობითი ორგანო დატოვა. როგორც იგი „აჭარა თაიმსთან“ საუბრისას აცხადებს, გადაწყვეტილება მიიღო იმის გამო, რომ საკრებულოში მისი საქმიანობა რეალურ შედეგს ვერ იძლეოდა.

პარტია „ლელოს“ წევრი, ხულოს საკრებულოს ორი მოწვევის დეპუტატი იყო. ბესიკ შაინიძის თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობაში არსებული გარემო იმდენად მძიმე და ფორმალურია, რომ ოპოზიციური საქმიანობა აზრს კარგავს.

„ამ ფორმით რეჟიმთან ბრძოლა მხოლოდ დროის კარგვაა. ჩემი იქ ყოფნა მარაზმი იყო. მენტალურად იმდენად გამიჭირდა ამდენ ქოცთან ერთად ყოფნა, რომ მივიღე გადაწყვეტილება და ვტოვებ ხულოს საკრებულოს. დეპუტატის მანდატით მოსახლეობისთვის ღირებულს ვერაფერს ვქმნიდი,“ – აცხადებს შაინიძე.

ყოფილი დეპუტატი ხულოს საკრებულოში არსებულ ვითარებას „კომუნისტურ წყობას“ ადარებდა. მისი შეფასებით, გადაწყვეტილებები წინასწარ მიიღება და სხდომები მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს.

შაინიძის თქმით, საკრებულოს სხდომები ხშირად ნახევარ საათსაც არ გრძელდება და მმართველი პარტიის წევრები ყველა საკითხს ერთხმად უჭერენ მხარს.

„არსებობენ ერთეული ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტილებებს ზემოდან იღებენ, შემდეგ კი ამ ყველაფერს ხელის აწევით უდასტურებს 26-კაციანი საკრებულო. დეპუტატებს რეალურად აზრის გამოთქმის საშუალება არ ეძლევათ. მათი ერთადერთი ფუნქცია იმ მავნებლური პოლიტიკის დაკანონებაა, რასაც ხულოს მერია ატარებს,“ – ამბობს ბესიკ შაინიძე.

ბესიკ შაინძე ამბობს, რომ საკრებულოს დატოვების შემდეგ ემიგრაციაში წასვლას გეგმავს.

„საკუთარი თავის რეალიზება დღევანდელი მოცემულობით ახალგაზრდას მხოლოდ ევროპაში შეუძლია. აქ მომავლის სიკეთით ხედვას ვერ ვხედავ. ვისთან ერთადაც გავიზარდე, თითქმის ყველა ემიგრაციაშია და მეც სადღაც მივიღე გადაწყვეტილება, რომ შეიძლება გამოვიდე კომფორტის ზონიდან და ემიგრაციაში შევიქმნა ახალი შესაძლებლობები საკუთარი თავისთვის,“ – ამბობს ყოფილი დეპუტატი.

Post navigation

Previous: კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის ინტრონიზაცია გაიმართა
Next: როგორია უმუშევრობის დონე აჭარაში – ცნობილია საქსტატის ახალი კვლევა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

dakaveba_AJARATIMES.GE
  • ხულო

ქრთამის აღებისა და კომერციული მოსყიდვის ფაქტებზე სამი პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი აგვისტო 17, 2026
police_AJARATIMES.GE
  • ხულო

ხულოში, ხრამში გარდაცვლილი კაცი იპოვეს

აჭარა თაიმსი მაისი 16, 2026
xulos meria_AJARATIMES.GE
  • ხულო

ხულოს მერია დასანქცირებულ „იმედს“ ბიუჯეტის თანხას ვეღარ ურიცხავს

სულხან მესხიძე აპრილი 6, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში GDS Park Drift-ის ფინალური ეტაპი გაიმართა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

ბათუმში GDS Park Drift-ის ფინალური ეტაპი გაიმართა

აგვისტო 23, 2026
ახალი სამსახური თუ განაშენიანების მართვის დოკუმენტი – რა იხსნის ბათუმს ქაოსური მშენებლობებისგან? batumi, sofeli, batumis xedi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ახალი სამსახური თუ განაშენიანების მართვის დოკუმენტი – რა იხსნის ბათუმს ქაოსური მშენებლობებისგან?

აგვისტო 23, 2026
თორნიკე რიჟვაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის რესტორნის მშენებლობა შეჩერებულია restorani batumshi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

თორნიკე რიჟვაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის რესტორნის მშენებლობა შეჩერებულია

აგვისტო 23, 2026
ახალსოფელში ავტომობილში გარდაცვლილი კაცი იპოვეს policia_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ახალსოფელში ავტომობილში გარდაცვლილი კაცი იპოვეს

აგვისტო 23, 2026
სარფისა და გორგაძეთის მონაკვეთებზე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისას 4 პირი დააკავეს Sarfi_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფისა და გორგაძეთის მონაკვეთებზე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისას 4 პირი დააკავეს

აგვისტო 22, 2026
ბათუმის აეროპორტში 300-ზე მეტი „მდმა“ აბი ამოიღეს – დაკავებულია 1 პირი aeroporti_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში 300-ზე მეტი „მდმა“ აბი ამოიღეს – დაკავებულია 1 პირი

აგვისტო 22, 2026
ბათუმში GDS Park Drift-ის ფინალური ეტაპი გაიმართა _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

ბათუმში GDS Park Drift-ის ფინალური ეტაპი გაიმართა

აგვისტო 23, 2026
ახალი სამსახური თუ განაშენიანების მართვის დოკუმენტი – რა იხსნის ბათუმს ქაოსური მშენებლობებისგან? batumi, sofeli, batumis xedi_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ახალი სამსახური თუ განაშენიანების მართვის დოკუმენტი – რა იხსნის ბათუმს ქაოსური მშენებლობებისგან?

აგვისტო 23, 2026
თორნიკე რიჟვაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის რესტორნის მშენებლობა შეჩერებულია restorani batumshi_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

თორნიკე რიჟვაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის რესტორნის მშენებლობა შეჩერებულია

აგვისტო 23, 2026
ახალსოფელში ავტომობილში გარდაცვლილი კაცი იპოვეს policia_AJARATIMES.GE 4
  • ხელვაჩაური

ახალსოფელში ავტომობილში გარდაცვლილი კაცი იპოვეს

აგვისტო 23, 2026
სარფისა და გორგაძეთის მონაკვეთებზე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისას 4 პირი დააკავეს Sarfi_AJARATIMES.GE 5
  • ხელვაჩაური

სარფისა და გორგაძეთის მონაკვეთებზე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისას 4 პირი დააკავეს

აგვისტო 22, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.