Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

არჩილ ჩიქოვანმა ბათუმის მერის თანამდებობა დატოვა – პირველი „ოცნებიდან“ გარიცხული, ვინც ივანიშვილს მადლობა არ გადაუხადა

აჭარა თაიმსი მაისი 13, 2025
archil chikovani_AJARATIMES.GE

ბათუმის არჩეულმა მერმა, არჩილ ჩიქოვანმა, პოსტი დატოვა. ამის შესახებ საზოგადოებას თავად ჩიქოვანმა სოციალური ქსელის მეშვეობით შეატყობინა. ის არის პირველი და ერთადერთი პირი „ქართული ოცნებიდან“ გარიცხულთა შორის, ვინც მადლობა არ გადაუხადა პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს.

“მივიღე გადაწყვეტილება ბათუმის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ. ქალაქის ხელმძღვანელად ყოფნა იყო დიდი პატივი და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა. მინდა მადლობა გადავუხადო ბათუმელებს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის, მადლობა იმ გუნდს, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქართული ოცნების დიდ ოჯახს და, რა თქმა უნდა, ვრჩები ამ გუნდის ერთგულ წევრად,” -დაწერა ჩიქოვანმა.

არჩილ ჩიქოვანი არაერთ გახმაურებულ ფაქტთან იყო დაკავშირებული. როგორც ცნობილია, ბათუმის თვითმმართველობას ის არადემოკრატიული პრინციპებით მართავდა.

მისი შესაძლო გადაყენების შესახებ ცნობები მას შემდეგ გავრცელდა, რაც აჭარის მთავრობის არალეგიტიმურ თავმჯდომარედ სულხან თამაზაშვილი აირჩიეს. თამაზაშვილის დანიშვნას თორნიკე რიჟვაძის გადაყენება მოჰყვა, რომელიც ჩიქოვანის მეჯვარეა.

ინფორმაციისთვის: არჩილ ჩიქოვანი საჯარო სამსახურში საქმიანობას ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს, 2004 წლიდან მოყოლებული ეწეოდა. სხვადასხვა პერიოდში ის მუშაობდა აჭარის პროკურატურაში, შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროს გამომძიებლად, ასევე სპეცოპერატიული დეპარტამენტის სპეციალური განყოფილების უფროსად.

2010 წელს ჩიქოვანი საქართველოს შსს გენერალური ინსპექციის დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს ინსპექტორად დაინიშნა. ამავე წელს მას საქართველოს თავდაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსის პოსტი ჩააბარეს, სადაც 2013 წლამდე მუშაობდა.

Post navigation

Previous: მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი
Next: შეჩერდა თემურ ქათამაძის საქართველოდან გაძევების პროცესი – სასამართლომ საიას შუამდგომლობა დააკმაყოფილა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

saati_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ 1 300-ლარიანი ანტიკვარული საათი შეიძინა

აჭარა თაიმსი აგვისტო 16, 2026
batumis meriam avtomobili iyida_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ 114 800 ლარად ახალი მსუბუქი ავტომობილი იყიდა

აჭარა თაიმსი აგვისტო 16, 2026
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს

აჭარა თაიმსი აგვისტო 16, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩაქვში ახალგაზრდას მატარებელი შეეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა matarebeli, rkinigza_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ჩაქვში ახალგაზრდას მატარებელი შეეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა

აგვისტო 16, 2026
ბათუმის მერიამ 1 300-ლარიანი ანტიკვარული საათი შეიძინა saati_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ 1 300-ლარიანი ანტიკვარული საათი შეიძინა

აგვისტო 16, 2026
ბათუმის მერიამ 114 800 ლარად ახალი მსუბუქი ავტომობილი იყიდა batumis meriam avtomobili iyida_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ 114 800 ლარად ახალი მსუბუქი ავტომობილი იყიდა

აგვისტო 16, 2026
ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს

აგვისტო 16, 2026
ბათუმში, ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს

აგვისტო 16, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi, santeli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

აგვისტო 14, 2026
ჩაქვში ახალგაზრდას მატარებელი შეეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა matarebeli, rkinigza_AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

ჩაქვში ახალგაზრდას მატარებელი შეეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა

აგვისტო 16, 2026
ბათუმის მერიამ 1 300-ლარიანი ანტიკვარული საათი შეიძინა saati_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ 1 300-ლარიანი ანტიკვარული საათი შეიძინა

აგვისტო 16, 2026
ბათუმის მერიამ 114 800 ლარად ახალი მსუბუქი ავტომობილი იყიდა batumis meriam avtomobili iyida_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ 114 800 ლარად ახალი მსუბუქი ავტომობილი იყიდა

აგვისტო 16, 2026
ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს policia_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს

აგვისტო 16, 2026
ბათუმში, ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს policia_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში, ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს

აგვისტო 16, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.