Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

აჭარაში დახვრეტილთა ადგილზე ძმათა სასაფლაოს, ასევე, მუზეუმის მოწყობა უმნიშვნელოვანესია – IDFI

აჭარა თაიმსი მაისი 7, 2024
daxvretilebi_AJARATIMES.GE

დახვრეტების ადგილზე ძმათა სასაფლაოსა და მუზეუმის მოწყობა უმნიშვნელოვანესია მსხვერპლთათვის პატივის მიგების, ასევე, მათი ოჯახებისთვის, ასე ფიქრობენ “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში”. 

ამ გადაწყვეტილებით კი ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ახალი საგანმანათლებლო სივრცე შეიქმნება. გარდა ამისა, აღნიშნული ნაბიჯი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საბჭოთა წარსულის გააზრებისა და დეკომუნიზაციის პროცესში.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა რეკომენდაციები ბათუმში, იმ შეხვედრაზე წარადგინეს, სადაც ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიწვევით იმყოფებოდნენ. შეხვედრას ასევე, მუსლიმთა სამმართველოსა და ფონდ “მემორიალის” წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“სხდომისას ანტონ ვაჭარაძემ 2023 წლის 11-16 დეკემბერს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის წარმომადგენლებთან ერთად პოლონეთში ვიზიტის შედეგები წარადგინა, რომლის ფარგლებშიც პოლონეთში კომუნისტური და ნაცისტური რეჟიმების მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ საუკეთესო პრაქტიკებსა და მუზეუმებს გაეცნენ. IDFI-მ გამოყო მუზეუმისა და მემორიალურ ძმათა სასაფლაოს საუკეთესო პრაქტიკები და შეიმუშავა რეკომენდაციები.

ანტონ ვაჭარაძემ სხდომაზე განიხილა შემდეგი მუზეუმები: სიბირის მემორიალური მუზეუმი (The Sybir Memorial Museum), კატინის მუზეუმი (The Katyń Museum) მარტიროლოგიისა და ისტორიული მეხსიერების მუზეუმი მიხნიოვში (The mausoleum of martyrology and historical museum in Michniów) და პალმირის მუზეუმი-მემორიალი (Museum-Memorial Palmiry). აგრეთვე, დიზაინ სტუდია ნიზიო (Nizio Design International), რომელიც ერთ-ერთი აქტიური სტუდიაა არა მხოლოდ პოლონეთში, არამედ მთელ ევროკავშირში და სპეციალიზებულია მუზეუმების, ისტორიული, მუდმივი და დროებითი გამოფენებისა და მემორიალების დიზაინში,” – წერია IDFI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: ხულოს მუნიციპალიტეტში ნახევარფაბრიკატებს უკანონოდ აწარმოებდნენ
Next: სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ფაქტებზე 80 შეტყობინება დაფიქსირდა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მომხდარ მძიმე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს

აჭარა თაიმსი ივლისი 25, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს

აჭარა თაიმსი ივლისი 24, 2026
batumis porti_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის პორტი შესაძლოა რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში გამოიყენებოდეს – კვლევა

აჭარა თაიმსი ივლისი 24, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

შუახევში მიმდინარეობს ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში shuaxevi_AJARATIMES.GE
  • შუახევი

შუახევში მიმდინარეობს ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში

ივლისი 25, 2026
ბათუმში მომხდარ მძიმე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მომხდარ მძიმე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს

ივლისი 25, 2026
„მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათების მოთხოვნით ექვს სოფელში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო _AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

„მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათების მოთხოვნით ექვს სოფელში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

ივლისი 25, 2026
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს

ივლისი 24, 2026
საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით IMG_3798
  • რეკლამა

საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით

ივლისი 24, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 24, 2026
შუახევში მიმდინარეობს ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში shuaxevi_AJARATIMES.GE 1
  • შუახევი

შუახევში მიმდინარეობს ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში

ივლისი 25, 2026
ბათუმში მომხდარ მძიმე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში მომხდარ მძიმე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს

ივლისი 25, 2026
„მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათების მოთხოვნით ექვს სოფელში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო _AJARATIMES.GE 3
  • ხელვაჩაური

„მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათების მოთხოვნით ექვს სოფელში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

ივლისი 25, 2026
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს

ივლისი 24, 2026
საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით IMG_3798 5
  • რეკლამა

საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით

ივლისი 24, 2026

სიახლეების კალენდარი

ივლისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« ივნ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.