Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

აჭარაში უკანონო ტყითსარგებლობის 21 ფაქტი გამოვლინდა, რაც ერთ-ერთ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია საქართველოს მასშტაბით

აჭარა თაიმსი ივნისი 3, 2025
xe tye_AJARATIMES.GE

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის მაისში მთელი ქვეყნის მასშტაბით უკანონო ტყითსარგებლობის 89 ფაქტი გამოვლინდა, რომელთაგან 21 ფაქტი აჭარის რეგიონზე მოდის — რაც ერთ-ერთ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია საქართველოს მასშტაბით (იგივე რაოდენობა დაფიქსირდა სამეგრელო-ზემო სვანეთშიც).

დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოვლენილი 89 ფაქტიდან:

  • 62 შემთხვევა უკავშირდება ხე-ტყის უკანონო მოპოვებას ან ტრანსპორტირებას;
  • 27 ფაქტი — ტექნიკური რეგლამენტის დარღვევასა და არალეგალური სახერხი საამქროების საქმიანობას;
  • მათ შორის 6 ფაქტს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები აქვს.

მაისის თვის განმავლობაში რეგიონების მონაცემები ასე გადანაწილდა:

  • აჭარა — 21 ფაქტი;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 21 ფაქტი;
  • კახეთი — 17 ფაქტი;
  • იმერეთი — 11 ფაქტი;
  • ქვემო ქართლი და სამცხე-ჯავახეთი — თითოეულში 5 ფაქტი;
  • მცხეთა-მთიანეთი — 4 ფაქტი;
  • შიდა ქართლი — 3 ფაქტი;
  • გურია და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი — თითო-თითო ფაქტი

ოფიციალური ინფორმაციით, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ამოღებულია 67 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე. გარდა ამისა, დალუქულია 4 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო, რომლებიც კანონდარღვევით ფუნქციონირებდნენ.

“ყველა შემთხვევაზე შედგენილია შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმები და მასალები გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში შემდგომი რეაგირებისთვის. სისხლის სამართლის ნიშნების შემცველი ფაქტები გადაეცა სამართალდამცავ ორგანოებს,” – აცხადებენ დეპარტამენტში.

Post navigation

Previous: აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
Next: მნიშვნელოვანი სიახლე ქართველი მძღოლებისთვის — მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებაზე შეთანხმება შესაძლოა იტალიასთან გაფორმდეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

txili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან

ლევან ურიდია ოქტომბერი 16, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 19 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 16, 2026
fuli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

2025 წელს საქართველოში საფინანსო სექტორის შემოსავალმა 13.8 მილიარდი ლარი შეადგინა

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 16, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა shuaxevis meria_AJARATIMES.GE
  • შუახევი

შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

ოქტომბერი 17, 2026
„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა fexburti.sporti.dinamo_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა

ოქტომბერი 17, 2026
ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა

ოქტომბერი 17, 2026
ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს batumis aeroporti,tvitmfrinavi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 17, 2026
თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან txili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან

ოქტომბერი 16, 2026
ევროკავშირი საქართველოს მთავრობას ფინანსურ დახმარებას აღარ გაუწევს, მოსახლეობის მხარდაჭერას კი გააგრძელებს eurokavshiri, eu, qolga, amindi, mtavroba_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

ევროკავშირი საქართველოს მთავრობას ფინანსურ დახმარებას აღარ გაუწევს, მოსახლეობის მხარდაჭერას კი გააგრძელებს

ოქტომბერი 16, 2026
შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა shuaxevis meria_AJARATIMES.GE 1
  • შუახევი

შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

ოქტომბერი 17, 2026
„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა fexburti.sporti.dinamo_AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა

ოქტომბერი 17, 2026
ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა policia_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა

ოქტომბერი 17, 2026
ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს batumis aeroporti,tvitmfrinavi_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 17, 2026
თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან txili_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან

ოქტომბერი 16, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.