Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

აჭარაში ცეცხლსასროლი იარაღები და ვაზნები ამოიღეს – შსს

აჭარა თაიმსი იანვარი 10, 2025
policia_AJARATIMES.GE

თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 9 პირი, ამის შესახებ შსს იტყობინება.

უწყების ცნობით, დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1988 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ი.ნ. დააკავეს. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პისტოლეტი, მჭიდი და 12 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს, ლაგოდეხის, ყვარლის, დედოფლისწყაროს და საგარეჯოს რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 4 პირი: 1989 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი დ.ბ., 1979 წელს დაბადებული ზ.მ., 1974 წელს დაბადებული დ.შ. და 1973 წელს დაბადებული ე.ვ. დააკავეს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია: 3 ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, გადაჭრილი სანადირო თოფი, 4 მჭიდი, 77 ვაზნა და 1 ხელყუმბარა.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1976 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქის ა.ო. -ს პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 41 ვაზნა და მჭიდი.
ამავე დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებული, წარსულში არაერთი დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1972 წელს დაბადებული ო.ე.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, 15 ვაზნა და მჭიდი.

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მარნეულში, უცხო ქვეყნის მოქალაქის 2001 წელს დაბადებული დ.ჰ.-ს დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი, 10 ვაზნა და მჭიდი.

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული გ.ა. დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 15 ვაზნა ამოიღო.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს,” – წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: პროტესტის 43-ე ღამე ბათუმში
Next: სპორტსმენები აჭარიდან, რომლებიც 2025 წელს ჩემპიონები გახდნენ

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო

აჭარა თაიმსი სექტემბერი 4, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა ხუთი ადამიანი

აჭარა თაიმსი სექტემბერი 3, 2026
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე აჭარაში დააკავეს

აჭარა თაიმსი სექტემბერი 3, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო

სექტემბერი 4, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 4, 2026
ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა ხუთი ადამიანი _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა ხუთი ადამიანი

სექტემბერი 3, 2026
თურქი მოვაჭრეები მომხმარებლების დაკარგვას უჩივიან, მათი თქმით, ადამიანები საყიდლებზე საქართველოში მიდიან sarfis sabajo, turqeti_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

თურქი მოვაჭრეები მომხმარებლების დაკარგვას უჩივიან, მათი თქმით, ადამიანები საყიდლებზე საქართველოში მიდიან

სექტემბერი 3, 2026
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე აჭარაში დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე აჭარაში დააკავეს

სექტემბერი 3, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 3, 2026
ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო

სექტემბერი 4, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 4, 2026
ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა ხუთი ადამიანი _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა ხუთი ადამიანი

სექტემბერი 3, 2026
თურქი მოვაჭრეები მომხმარებლების დაკარგვას უჩივიან, მათი თქმით, ადამიანები საყიდლებზე საქართველოში მიდიან sarfis sabajo, turqeti_AJARATIMES.GE 4
  • უცხოეთი

თურქი მოვაჭრეები მომხმარებლების დაკარგვას უჩივიან, მათი თქმით, ადამიანები საყიდლებზე საქართველოში მიდიან

სექტემბერი 3, 2026
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე აჭარაში დააკავეს policia_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე აჭარაში დააკავეს

სექტემბერი 3, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.