Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

აჭარის მთავრობის ცნობით, რესპუბლიკური ბიუჯეტი გაიზარდა

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 18, 2024
qartuli ocneba_AJARATIMES.GE

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 850 100 000 ლარს შეადგენს. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები განიხილა.

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე თორნიკე რიჟვაძემ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის, საჯარო სამსახურში ხელფასების მატების და სოციალური შეღავათების დაწესების შესახებ ისაუბრა.

„ჩვენ მომავალი წლის ბიუჯეტს ვგეგმავთ 11%-იანი ზრდით. უკვე გამოცხადდა შესაბამისი სატენდერო პროცედურები სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად. უახლოეს პერიოდში გამოცხადდება „ოცნების ქალაქის“ მეორე ეტაპი და ამ მიმართულებით გათვალისწინებულია 30 მლნ ლარი. აღნიშნული პროექტის ფარგლებში აშენდება 1100 ახალი ბინა და ყველა იქ მაცხოვრებელი, იქნება დაკმაყოფილებული უსაფრთხო, თანამედროვე საცხოვრისით. იზრდება როგორც კაპიტალური, ასევე სპეციალური ტრანსფერები ყველა მუნიციპალიტეტში, რისთვისაც მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, ბატონ პრემიერ მინისტრს, რადგან გაითვალისწინეს ჩვენი თხოვნა და მაღალმთიანი აჭარის რიგ მუნიციპალიტეტებს გაეზრდებათ დღგ-ს შესაბამისი განაკვეთი, რაც მათ მისცემს საშუალებას საბიუჯეტო ღონისძიებები კიდევ უფრო ეფექტიანად დაგეგმონ. ბიუჯეტის ზრდის ფარგლებში, აჭარაში, როგორც ცენტრალურ აპარატში, ასევე შესაბამის საქვეუწყებო დაწესებულებებში საჯარო მოხელეებს გაეზრდებათ ხელფასი და დარწმუნებული ვარ ეს იქნება სტიმული საქმის ეფექტიანად და კეთილსინდისიერად კეთების“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის ცნობით, რესპუბლიკური ბიუჯეტი 85 400 000 ლარით გაიზარდა და 850 100 000 ლარს შეადგენს.

Post navigation

Previous: აჭარის გოგონათა ნაკრებმა “ოლიმპია” დაამარცხა
Next: „დინამო ბათუმს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მომხდარ მძიმე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს

აჭარა თაიმსი ივლისი 25, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს

აჭარა თაიმსი ივლისი 24, 2026
batumis porti_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის პორტი შესაძლოა რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში გამოიყენებოდეს – კვლევა

აჭარა თაიმსი ივლისი 24, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

შუახევში მიმდინარეობს ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში shuaxevi_AJARATIMES.GE
  • შუახევი

შუახევში მიმდინარეობს ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში

ივლისი 25, 2026
ბათუმში მომხდარ მძიმე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მომხდარ მძიმე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს

ივლისი 25, 2026
„მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათების მოთხოვნით ექვს სოფელში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო _AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

„მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათების მოთხოვნით ექვს სოფელში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

ივლისი 25, 2026
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს

ივლისი 24, 2026
საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით IMG_3798
  • რეკლამა

საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით

ივლისი 24, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 24, 2026
შუახევში მიმდინარეობს ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში shuaxevi_AJARATIMES.GE 1
  • შუახევი

შუახევში მიმდინარეობს ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში

ივლისი 25, 2026
ბათუმში მომხდარ მძიმე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში მომხდარ მძიმე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს

ივლისი 25, 2026
„მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათების მოთხოვნით ექვს სოფელში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო _AJARATIMES.GE 3
  • ხელვაჩაური

„მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათების მოთხოვნით ექვს სოფელში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

ივლისი 25, 2026
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს

ივლისი 24, 2026
საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით IMG_3798 5
  • რეკლამა

საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით

ივლისი 24, 2026

სიახლეების კალენდარი

ივლისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« ივნ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.