Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

აჭარის ტელევიზიის წამყვანმა პირდაპირ ეთერში იცრუა – მისი განცხადება შესაძლოა ეთერ თურაძის დაკავების მიზეზი გამხდარიყო

აჭარა თაიმსი იანვარი 15, 2025
ajaratv_AJARATIMES.GE

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში შემთხვევით გავიდა წამყვან ქეთი ბოლქვაძისა და უცნობი კაცის კერძო საუბარი. კადრების პარალელურად ხმის ეთერში გაპარვისას ბოლქვაძე აფასებს ჟურნალისტ ეთერ თურაძის პირდაპირ ეთერამდე სტუდიაში შესვლის ფაქტს.

პირდაპირ ეთერში კი ბოლქვაძემ საპირისპირო რამ თქვა. მან რამდენჯერმე გააკრიტიკა ეთერ თურაძე, მას დასდო „შემოვარდნის“ ბრალი და აღნიშნა, რომ ჟურნალისტის ქცევა ხელს უშლიდა მის მუშაობას. თუმცა, როგორც ეთერში გაპარული ხმიდან ირკვევა, კერძო საუბარში ბოლქვაძე აღიარებს, რომ თურაძეს რეალურად ხელი არ შეუშლია, მაგრამ მისი იქ ყოფნა „დამძაბველ და დამთრგუნველ“ გარემოს ქმნიდა.

გარდა ამისა, ჩანაწერში ქეთევან ბოლქვაძე ახსენებს ჟურნალისტ გიგა გელხვიიძეს და მის მიმართ ჰომოფობიური ტერმინოლოგიას იყენებს, რაც საზოგადოების ნაწილში განსაკუთრებული კრიტიკის მიზეზი გახდა.

ინციდენტის შემდეგ მაუწყებელზე და მის თანამშრომლებზე საზოგადოებრივი ყურადღება გაიზარდა. ბოლქვაძის ჰომოფობიური გამონათქვამები და თურაძესთან დაკავშირებით მისი საჯარო და კერძო შეფასებები აქტიური განხილვის საგანია სოციალურ ქსელში.

ქეთი ბოლქვაძეზე პასუხისმგებლობის დაკისრების ნაცვლად, აჭარის მაუწყებელი წამყვანის ქმედებას, ფომოფობიური საუბრის ნაწილზე, ემოციურობით ხსნის. განცხადება, რომელიც მაუწყებელმა გაავრცელა არაფერი წერია ჟურნალისტის მხრიდან მიზანმიმართულ ტყუილზე.

”საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ემიჯნება ჰომოფობიის ნებისმიერი ფორმით გამოხატვას. გამოშვება “მთავარის” წამყვანი იმყოფებოდა მძიმე ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაში, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ გამოშვების მიმდინარეობისას სტუდიაში უნებართვოდ იმყოფებოდა გარეშე პირი (ეთერ თურაძე რომელიც უნებართვოდ შემოვიდა მაუწყებლის შენობაში), რომელსაც ჩართული ჰქონდა ფეისბუქ ლაივი, რასაც მოჰყვა წამყვანის მიმართ აგრესია სოციალურ ქსელში, რაც გახდა მისი აღელვების მიზეზი. ჩვენ ბოდიშს ვიხდით აღნიშნულის გამო და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ ვემიჯნებით ჰომოფობიის ნებისმიერი ფორმით გამოვლინებას”. – წერია აჭარის ტელევიზიის განცხადებაში.

https://www.facebook.com/ajaratimes/videos/964276911738813

ინფორმაციისთვის: პირდაპირი ეთერის მოთხოვნით აჭარის მაუწყებელთან მორიგი აქცია გუშინ ღამით გაიმართა.

პირდაპირი ეთერის მოთხოვნით აჭარის მაუწყებელთან მორიგი აქცია გაიმართა

Post navigation

Previous: გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
Next: ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორმა თანამდებობა დატოვა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

ispanis chaobi, kobuleti_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ისპანი – ადგილი, სადაც 20 მილიონი წლის ისტორია ცოცხლობს და მომავალს იცავს

აჭარა თაიმსი ივლისი 27, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

დაკავებულების მშობლებმა ქობულეთში გაზეთები დაარიგეს

აჭარა თაიმსი ივლისი 21, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ხელოვნური კუნძულისთვის მთას შლიან

აჭარა თაიმსი ივლისი 9, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ივლისი 27, 2026
ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები მასობრივად იხოცება _AJARATIMES.GE
  • არჩევნები

ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები მასობრივად იხოცება

ივლისი 27, 2026
ისპანი – ადგილი, სადაც 20 მილიონი წლის ისტორია ცოცხლობს და მომავალს იცავს ispanis chaobi, kobuleti_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ისპანი – ადგილი, სადაც 20 მილიონი წლის ისტორია ცოცხლობს და მომავალს იცავს

ივლისი 27, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 27, 2026
ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ვიტრაჟების რეაბილიტაცია დასრულდა eklesia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ვიტრაჟების რეაბილიტაცია დასრულდა

ივლისი 27, 2026
„პლატფორმა 2025“ პროპაგანდისტული მედიის ჟურნალისტების, პროდიუსერებისა და მენეჯერების სანქცირების მოთხოვნით გამოდის sanqcia_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

„პლატფორმა 2025“ პროპაგანდისტული მედიის ჟურნალისტების, პროდიუსერებისა და მენეჯერების სანქცირების მოთხოვნით გამოდის

ივლისი 27, 2026
ბათუმის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ივლისი 27, 2026
ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები მასობრივად იხოცება _AJARATIMES.GE 2
  • არჩევნები

ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები მასობრივად იხოცება

ივლისი 27, 2026
ისპანი – ადგილი, სადაც 20 მილიონი წლის ისტორია ცოცხლობს და მომავალს იცავს ispanis chaobi, kobuleti_AJARATIMES.GE 3
  • ქობულეთი

ისპანი – ადგილი, სადაც 20 მილიონი წლის ისტორია ცოცხლობს და მომავალს იცავს

ივლისი 27, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 27, 2026
ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ვიტრაჟების რეაბილიტაცია დასრულდა eklesia_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ვიტრაჟების რეაბილიტაცია დასრულდა

ივლისი 27, 2026

სიახლეების კალენდარი

ივლისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« ივნ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.