ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მებაჟე ოფიცრებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება – კანაფის ფისოვანი მასა აღმოაჩინეს.
უწყების ცნობით, მგზავრი, რომელიც ბანგკოკი-სტამბული-ბათუმის რეისით ჩამოფრინდა, ბარგში მალულად გადმოჰქონდა ნარკოტიკი. ნივთიერება ოთხ პლასტმასის ბოთლში იყო დაფარული, რომლებიც თხევადი საპნის ქვეშ იყო მოთავსებული.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და საზღვრის გადაკვეთას გულისხმობს.



