ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში საერთაშორისო ფესტივალ „ღამის სერენადების“ პრესკონფერენცია გაიმართა. ორგანიზატორებმა და მხარდამჭერებმა წლევანდელ პროგრამაზე, სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
ფესტივალი 20 აგვისტოს ბორჯომში გალა-კონცერტით გაიხსნა, ხოლო ბათუმში პროგრამა 22 აგვისტოს კონცერტით „მორიკონე – კინოს ლეგენდა“ გაგრძელდება. მაყურებელი მოისმენს ენიო მორიკონეს ცნობილი კინომუსიკას, რომელსაც წარსდგებიან ნელო სალცა, სოფო ხალვაში, გიორგი შიოლაშვილი და ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“.
24 აგვისტოს დაგეგმილია კონცერტი „ვივალდის ციებ-ცხელება“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ანდრეს გაბეტა (ვიოლინო/დირიჟორი), მორის შტეგერი (ბლოკ-ფლეიტა) და მარიო სტეფანო პიეტროდარკი (ბანდონეონი). შესრულდება ანტონიო ვივალდის ცნობილი ნაწარმოებები.
დასკვნითი კონცერტი ბათუმში 26 აგვისტოს გაიმართება თემით „ტანგოს სული“, სადაც სცენაზე გამოვლენ მარიო სტეფანო პიეტროდარკი, თამარ ლიჩელი და „საქართველოს ვირტუოზების“ კვინტეტი. ფესტივალი ოქტომბერში თბილისში დასრულდება.
„ღამის სერენადების“ ფარგლებში დაგეგმილია ასევე ქართველი მხატვრების გამოფენები, მასტერკლასები და ვორქშოპები მოსწავლეებისა და შშმ პირებისთვის.



