Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ ავარიული ხიდის მშენებლობა ორჯერ დაიწყო და სამუშაოები მიატოვა

აჭარა თაიმსი ივნისი 6, 2026
_AJARATIMES.GE

ბათუმში, ე.წ. გოროდოკის დასახლებაში ავარიული ხიდის მშენებლობა, ადგილობრივების თქმით, უკვე ორჯერ დაიწყო, თუმცა ორივე შემთხვევაში სამუშაოები მალევე შეჩერდა.

ბათუმის მერიამ სამუშაოების განახლების შესახებ საზოგადოებას ბოლოს მიმდინარე წლის აპრილში აცნობა. მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის დასრულების სახელშეკრულებო ვადად მიმდინარე წლის ივნისია განსაზღვრული.

თუმცა ადგილობრივები აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე ტექნიკა აღარ მუშაობს და სამშენებლო პროცესი ფაქტობრივად გაჩერებულია. მათი თქმით, ბოლო პერიოდში ადგილზე ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე იმყოფებოდა, თუმცა ამის შემდეგ სამუშაოები აღარ გაგრძელებულა.

„მოიყვანეს ტექნიკა, გადაკეტეს ხიდი, ჩადგეს კაბინები, გადაიღეს ფოტოები, შემდეგ წაიღეს კაბინები, ტექნიკაც წაიყვანეს და მორჩა. შემდეგ ისევ მოვიდნენ, ლაზერით აზომეს, ისევ გადაიღეს ფოტოები და წავიდნენ.  დაგვცინიან“, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „აჭარა თაიმსთან“ საუბარისას.

კითხვით მივმართეთ ბათუმის მერიას, რატომ არ მიმდინარეობს ადგილზე აქტიური სამუშაოები. უწყებაში წერილობით გვიპასუხეს და ირწმუნებიან, რომ მშენებლობის პროცესი სხვა ეტაპზეა გადასული.

„ამ ეტაპზე ქარხანაში მიმდინარეობს ხიდის მალების დამზადება. მათი ტრანსპორტირება და ადგილზე მონტაჟი თვის ბოლოს დაიწყება. არსებული ხიდის დემონტაჟი ამ დრომდე არ განხორციელებულა, რადგან მოსახლეობა ფეხით გადაადგილდება ხიდზე,“ – აცხადებენ ბათუმის მერიაში.

ადგილობრივების ინფორმაციით, ჩაკეტილი ხიდის გამო დასახლებაში მუნიციპალური ტრანსპორტი აღარ მოძრაობს, ხოლო გადაადგილება შემოვლითი გზით უწევთ.

ავარიული ხიდი გასული წლის მაისში დაიკეტა. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ახალი ხიდის მშენებლობა 2026 წლის თებერვალში უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები ერთი წლის შემდეგაც დაუსრულებელია.

ნახეთ, ამ თემაზე „აჭარა თაიმსის“ მიერ მომზადებული მასალა არქივიდან 🔻

ბათუმში, გოროდოკის დასახლებაში ხიდის მშენებლობა თებერვალში უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები არც კი დაწყებულა

 

Post navigation

Previous: ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის 2 მოქალაქე დააკავეს
Next: ქობულეთში, დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უნებართვო მშენებლობა ისე მიმდინარეობდა, რომ მაკონტროლებელმა ორგანომ ვერ შენიშნა

აჭარა თაიმსი ივლისი 15, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, 1900 წელს აგებული შენობის რეკონსტრუქციისთვის მშენებლობის ნებართვა გაიცა

აჭარა თაიმსი ივლისი 14, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, კორპუსში ხანძრის შედეგად ბინა დაიწვა

აჭარა თაიმსი ივლისი 14, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უნებართვო მშენებლობა ისე მიმდინარეობდა, რომ მაკონტროლებელმა ორგანომ ვერ შენიშნა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უნებართვო მშენებლობა ისე მიმდინარეობდა, რომ მაკონტროლებელმა ორგანომ ვერ შენიშნა

ივლისი 15, 2026
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს

ივლისი 15, 2026
ევროპის ჩემპიონატი ქვიშის ფეხბურთში დაიწყო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

ევროპის ჩემპიონატი ქვიშის ფეხბურთში დაიწყო

ივლისი 15, 2026
ბათუმში, 1900 წელს აგებული შენობის რეკონსტრუქციისთვის მშენებლობის ნებართვა გაიცა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, 1900 წელს აგებული შენობის რეკონსტრუქციისთვის მშენებლობის ნებართვა გაიცა

ივლისი 14, 2026
ბათუმში, კორპუსში ხანძრის შედეგად ბინა დაიწვა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, კორპუსში ხანძრის შედეგად ბინა დაიწვა

ივლისი 14, 2026
ბათუმში, ბინაში გაზის ბალონი აფეთქდა – ერთი ადამიანი დაშავდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, ბინაში გაზის ბალონი აფეთქდა – ერთი ადამიანი დაშავდა

ივლისი 14, 2026
ბათუმის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უნებართვო მშენებლობა ისე მიმდინარეობდა, რომ მაკონტროლებელმა ორგანომ ვერ შენიშნა _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უნებართვო მშენებლობა ისე მიმდინარეობდა, რომ მაკონტროლებელმა ორგანომ ვერ შენიშნა

ივლისი 15, 2026
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს

ივლისი 15, 2026
ევროპის ჩემპიონატი ქვიშის ფეხბურთში დაიწყო _AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

ევროპის ჩემპიონატი ქვიშის ფეხბურთში დაიწყო

ივლისი 15, 2026
ბათუმში, 1900 წელს აგებული შენობის რეკონსტრუქციისთვის მშენებლობის ნებართვა გაიცა _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში, 1900 წელს აგებული შენობის რეკონსტრუქციისთვის მშენებლობის ნებართვა გაიცა

ივლისი 14, 2026
ბათუმში, კორპუსში ხანძრის შედეგად ბინა დაიწვა _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში, კორპუსში ხანძრის შედეგად ბინა დაიწვა

ივლისი 14, 2026

სიახლეების კალენდარი

ივლისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« ივნ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.