Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

ბათუმის მერია “აჭარა თაიმსს” საჯარო ინფორმაციას კანონით დადგენილ ვადებში, ზოგ შემთხვევაში კი საერთოდ არ აწვდის

სულხან მესხიძე თებერვალი 1, 2024
batumis meria_ajaratimes.ge

“აჭარა თაიმსი” ბათუმის მერიისგან პერიოდულად სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაციას ითხოვს, რასაც თვითმმართველობა კანონით დადგენილ ვადებში, ზოგიერთ შემთხვევაში კი საერთოდ არ გასცემს. ცალკეულ საკითხებზე უწყებიდან პასუხისმგებელი პირების კომენტარების მიღებაც ფაქტობრივად შეუძლებელია.

ჩვენი დაკვირვებით, დროის გაჭიანურების მიზნით, მერია შესაბამისი ინფორმაციის გაცემისას მეტწილად საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის პრაქტიკას მიმართავს, რითაც ინფორმაციას ბლოკავს.

ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსს ჩვენ საკრებულოს სხდომაზე შევხვდით, სადაც ნუკრი დეკანაძეს კანონის დარღვევაზე განმარტება ვთხოვეთ. მანამდე ის ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა.

– ნუკრი დეკანაძე: საკმაოდ მოცულობით დოკუმენტაციას ითხოვთ, რასაც დამუშავება და დრო სჭირდება.

– AJARATIMES.GE: ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ინფორმაციები, რასაც ჩვენ ვითხოვთ ერთზე მეტ ფურცელსაც არ საჭიროებს…

– ნუკრი დეკანაძე: ზოგიერთი ინფორმაცია არქივშია და მის მოძიებას დრო სჭირდება…

– AJARATIMES.GE: სხვა მუნიციპალიტეტები იგივე ინფორმაციის მოწოდებას გაცილებით ნაკლებ დროს ანდომებენ

– ნუკრი დეკანაძე: დუმილი (ავტ.)

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საჯარო ინფორმაციის მიღების პრობლემა აქვს თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკის მქონე ყველა მედიასაშუალებას.

IDFI-ის კვლევის თანახმად, 2013 წლიდან, საქართველოს ხელისუფლებას, ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების სტანდარტის გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადაუდგამს.

“აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ  საჯარო დაწესებულებები ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების სტანდარტის დამკვიდრების საწყის ეტაპზე, უფრო მაღალი პასუხისმგებლობით ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს. მაგალითად, 2014 წლის მონიტორინგის შედეგებით, საჯარო დაწესებულებების საერთო მაჩვენებელი შეადგენდა 71%-ს, რაც 11%-ით აღემატება 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს,” – ვკითხულობთ კვლევაში.

ინფორმაციისთვის: კონსტიტუციის 24-ე მუხლი: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით“.

კონსტიტუციის 41-ე მუხლი: „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.“

საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას საქართველოს ასევე, ავალდებულებს ევროპის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციის მე10 მუხლი, რომლის თანახმადაც, გამოხატვის თავისუფლება მოიცავს ადამიანის უფლებას, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩარევის გარეშე.

Post navigation

Previous: „თეგეტა აკადემია“ USAID-ის მხარდაჭერით დასავლეთ საქართველოში მასშტაბურ პროექტს იწყებს
Next: რა ეღირება უცხოური ვალუტა 2 თებერვალს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში მეწყრის გამო მატარებელი გაჩერდა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 19, 2026
marshutka_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ბათუმი-ქობულეთის მიკროავტობუსების მარშრუტი აღარ გაიზრდება, ტარიფი კი 4 ლარი დარჩება

აჭარა თაიმსი სექტემბერი 16, 2026
marshutka_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე მიკროავტობუსით მგზავრობა 4 ლარი გახდა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 14, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა

სექტემბერი 20, 2026
ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო giorgi cincadze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო

სექტემბერი 20, 2026
გარემოს ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, ბათუმში სექტემბრისთვის უპრეცედენტო ნალექი დაფიქსირდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, ბათუმში სექტემბრისთვის უპრეცედენტო ნალექი დაფიქსირდა

სექტემბერი 20, 2026
ქობულეთში მეწყრის გამო მატარებელი გაჩერდა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში მეწყრის გამო მატარებელი გაჩერდა

სექტემბერი 19, 2026
„ყოველ დღე საფრთხეში გვიწევს ცხოვრება“ – ავარიულ სახლში მცხოვრები ოჯახი დახმარებას ითხოვს _AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

„ყოველ დღე საფრთხეში გვიწევს ცხოვრება“ – ავარიულ სახლში მცხოვრები ოჯახი დახმარებას ითხოვს

სექტემბერი 19, 2026
ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა

სექტემბერი 19, 2026
დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა

სექტემბერი 20, 2026
ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო giorgi cincadze_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო

სექტემბერი 20, 2026
გარემოს ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, ბათუმში სექტემბრისთვის უპრეცედენტო ნალექი დაფიქსირდა _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, ბათუმში სექტემბრისთვის უპრეცედენტო ნალექი დაფიქსირდა

სექტემბერი 20, 2026
ქობულეთში მეწყრის გამო მატარებელი გაჩერდა _AJARATIMES.GE 4
  • ქობულეთი

ქობულეთში მეწყრის გამო მატარებელი გაჩერდა

სექტემბერი 19, 2026
„ყოველ დღე საფრთხეში გვიწევს ცხოვრება“ – ავარიულ სახლში მცხოვრები ოჯახი დახმარებას ითხოვს _AJARATIMES.GE 5
  • ხელვაჩაური

„ყოველ დღე საფრთხეში გვიწევს ცხოვრება“ – ავარიულ სახლში მცხოვრები ოჯახი დახმარებას ითხოვს

სექტემბერი 19, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.