ბათუმში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. შედეგად ერთ-ერთი ავტომობილი ამოყირავდა.
როგორც ირკვევა, შეჯახება საკმაოდ ძლიერი იყო, თუმცა ინფორმაცია დაშავებულების შესახებ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში არ შესულა. ცნობისთვის, ამავე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირია.



