ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზების მასობრივი დახოცვის ფაქტი ფიქსირდება. წყლის ზედაპირზე დიდი რაოდენობით მკვდარი თევზი ტივტივებს.
ადგილზე შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ტბის წყალი დაბინძურებულია. რა გახდა თევზების დახოცვის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
აღსანიშნავია, რომ არდაგანის ტბის დაბინძურებისა და მასში მეორადი წყლების ჩაღვრის პრობლემაზე მედია არაერთხელ წერდა.
„აჭარა თაიმსი“ ბათუმის მერიას დაუკავშირდა, განმარტების მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

