ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. პოლიციელი, რომელიც სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა, ქვეითს შეეჯახა.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია.
შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. საქმეს პროკურატურა იძიებს.
⇒ ბათუმში პოლიციელმა მაღაზია დააყაჩაღა



