დღეს, 2 აგვისტოს, ბათუმში დაიწყო ქვიშის ფეხბურთის ტურნირი „აჭარა 2025“, რომელიც 2010-2011 წლებში დაბადებულ ჭაბუკებს შორის ტარდება.
შეჯიბრება 2-3 აგვისტოს გაიმართება და მასში ათი გუნდი მონაწილეობს, რომლებიც ორ ჯგუფშია (A და B) გადანაწილებული.
- A ჯგუფი: „ბენზე“, „პორტუსი ლურჯი“, „BFA“, „იმპულსი“, „ელიტე თიმ“
- B ჯგუფი: „პორტუს ყვითელი“, „ბაგრატიონი 2“, „დელფინები“, „ჯავახიშვილი“, „შავი ზღვა“.
ტურნირის პირველი მატჩი დღეს, 16:30 საათზე, ბათუმის ქვიშის მოედანზე გაიმართება.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე



