დღეს, 3 ივლისს, ბათუმში ოფიციალურად დაიწყო ქვიშის ფეხბურთის საქართველოს ჩემპიონატი 2025, რომელიც ექვს ივლისამდე გაგრძელდება.
ტურნირი მასშტაბურია — მასში საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული ათი გუნდი მონაწილეობს. გუნდები ორ ჯგუფად, A და B ჯგუფებად არიან დაყოფილი:
A ჯგუფი:
- „აპტოსი თბილისი“
- „ნავიგაცია ბათუმი“
- „UG თბილისი“
- „მასტერილიგა თბილისი“
- „ბსც ბათუმი“
B ჯგუფი:
- „დინამო გაგრა“
- „ბათუმი“
- „არმია თბილისი“
- „26 სივრცე კახეთი“
- „ქუთაისის ქუთაისი“
ტურნირის პირველი დღის მატჩები უკვე განსაზღვრულია და გულშემატკივარს სანახაობრივი დღე ელოდება:
- 17:30 საათზე: „დინამო გაგრა“ VS „ქუთაისის ქუთაისი“
- 18:45 საათზე: „ბათუმი“ VS „არმია თბილისი“
- 20:00 საათზე: „ნავიგაცია ბათუმი“ VS „UG თბილისი“
- 21:15 საათზე: „აპტოსი თბილისი“ VS „ბსც ბათუმი“
ყველა შეხვედრა გაიმართება ბათუმის ქვიშის მოედანზე, რომელიც სპეციალურად არის მომზადებული სანახაობრივი მატჩებისთვის.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე



