
29 აგვისტოს ბათუმში, საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი დაიწყება. ტურნირი 31 აგვისტომდე გაგრძელდება და მას მონაწილეობას კაცებისა და ქალების გუნდები მიიღებენ.
შეხვედრები, ბათუმის ქვიშის მოედანზე გაიმართება. 29 აგვისტოს, ტურნირის ¼ ფინალური მატჩები ჩატარდება, დღის პირველი მატჩი 15:00-ზე, ქალებს შორის, დაიწყება. ერთმანეთს ელიტა თბილისი და აჭარა შეერკინება.
ნახევარ ფინალური მატჩები 30 აგვისტოს გაიმართება. ქალების გუნდები ერთმანეთს 19:00 და 21:00 საათზე შეხვდებიან. კაცების გუნდების შეხვედრები, 20:00 და 22:00 საათზე შედგება. 31 აგვისტო ფინალების დღეა, 21:00 საათზე ქალების ფინალი შედგება, 22:00 საათზე კაცების.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე [სტაჟიორი]