„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ბათუმში, ერთ-ერთ დასახლებაში, 20 წლის ქალი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. დანაშაული ოჯახის წევრის — მამის მიერ არის ჩადენილი.
საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ფაქტს ბათუმის მეოთხე განყოფილება იძიებს. წყაროს ცნობით, გოგონა უკვე სცნეს დაზარალებულად. სხვა დეტალები ჩვენთვის უცნობია.
ინფორმაცია განახლდა – შსს პოზიცია ასეთია ⇓
„თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1980 წელს დაბადებული შ.ი. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გაუპატიურებისა და მუქარის ბრალდებით დავაკავეთ. დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული კაცი როგორც თურქეთში, ასევე, საქართველოში ყოფნისას საკუთარ შვილზე სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, სექსუალურად სისტემატურად ძალადობდა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შ.ი. ბრალდებულის სახით ბათუმში დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე და 11 პრიმა 151-ე მუხლებით მიმდინარეობს,“ — განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.



