Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • ხულო

ბეშუმი – კურორტი უცვლელი პრობლემებით

სულხან მესხიძე აგვისტო 7, 2024
beshumi_AJARATIMES.GE

“ყველა სიტყვა, რაც ეხებოდა ჩვენი მთის პერსპექტივას, გოდერძისა და ბეშუმის განვითარებას, ყველა სიტყვა შესრულებულია,” – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბეშუმში სტუმრობისას. სახალხო დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას თორნიკე რიჟვაძემ ასევე, აღნიშნა, რომ “კიდევ ბევრ საქვეყნო საქმეს გააკეთებენ”.

სცენაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ თორნიკე რიჟვაძემ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა, არადა გვსურდა დაეკონკრეტებინა რას გულისხმობდა როცა ხალხზე ზრუნვასა და განვითარებაზე საუბრობდა.

აჭარის მთავრობის თავჯმდომარის მაღალფარდოვანი სიტყვების მიღმა, მთაში რეალობა სხვაგვარია. ამ დრომდე არ დასრულებულა ხულო-ზარზმის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა. მოასფალტების პირობას “ოცნება” 12 წელია დებს. ბოლო, ტრადიციული დაპირება პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ეკუთვნის. მისი თქმით, პროექტი 2024 წლის ბოლომდე დასრულდება. 

ბეშუმამდე მისასვლელი გზა ერთადერთი პრობლემა არაა. ხალხმრავლობით გამორთეულ კურორტს ელექტროენერგია მცირე დროით მიეწოდება. ამ დრომდე არ მომხდარა აბონენტების გამრიცხველიანება. ადგილობრივთა თქმით, პრობლემაა დაურეგისტრირებელი სახლებიც.

“ადგილობრივები და დამსვენებლებიც უამრავ პრობლემას აწყდებიან. 2 კვირაა, რაც ბეშუმში ვარ, ყოველდღიურად საათობით გვეზღუდება ელექტროენერგია. მოსახლეობა წუხს შუქის არ ქონის გამო, რადგან მთაში ცივა და არ გვაქვს გათბობა. შუქის გაუმართაობა წლებია პრობლემურია. მოსახლეობის უმეტესობას არ აქვს დარეგისტრურებული სახლი. აბონენტის არ ასებობის გამო, არ არსებობს გამრიცხველიანება, რის გამოც დამსვენებელს უწევს მერიისგან დაწესებული სავალდებულო 90 ლარის გადახდა,” – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი თომა აბულაძე.

როდის მოგვარდება ბეშუმში არსებული პრობლემები სრულყოფილად ან რა მიმართულებით მუშაობენ ამ ეტაპზე – კითხვებზე ხულოს მერიაში არ გვიპასუხეს.

“ენერგო პრო ჯორჯიაში” კი ელექტროენერგიის შეფერხების მიზეზებს ხსნიან და აცხადებენ, რომ ხარვეზის აღმოსაფხვრელად მუშაობენ.

,,ენერგო-პრო ჯორჯიასთვის, ბეშუმსა და მიმდებარე კურორტებზე ელ.ენერგიის რამდენჯერმე წყვეტის შესახებ ინფორმაცია ცნობილია. ავარიულ გათიშვებს ერთ-ერთი მთის ელ.გადამცემი ხაზი იწვევდა, რომელიც მერიის ბალანსზეა. ამ დროისთვის ენერგო-პრო ჯორჯიას ტექნიკური ჯგუფები მუშაობენ აღნიშნული მიმართულებით, რაც ავარიულ შემთხვევებს მინიმუმამდე დაიყვანს,” – აცხადებენ კომპანიაში. 

აქვე დაგაინტერესებთ ⇓

  • ხულოში საბაგირო გაურკვეველი ვადით შეჩერდა
  • ხულოს მუნიციპალიტეტში უკანონო მშენებლობის 24 ფაქტი გამოვლინდა
  • აჭარის მუნიციპალიტეტებში სასმელი წყალი დაბინძურებულია
  • მაღალმთიან აჭარაში უფასო სასადილოთი 120 ადამიანი სარგებლობს

 

Post navigation

Previous: მოზარდები ხე-მცენარეების მოვლისა და გამრავლების სპეციფიკას გაეცნენ
Next: 8 აგვისტოს ვალუტის კურსი

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

xulos meria_AJARATIMES.GE
  • ხულო

ხულოს მერია დასანქცირებულ „იმედს“ ბიუჯეტის თანხას ვეღარ ურიცხავს

სულხან მესხიძე აპრილი 6, 2026
xe.tye_AJARATIMES.GE
  • ხულო

აჭარაში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები გამოვლინდა – ხულოსა და შუახევში ათეულობით მორი ამოიღეს

აჭარა თაიმსი აპრილი 3, 2026
_AJARATIMES.GE
  • ხულო

ხულოში ხანძრის შედეგად სახლი დაიწვა

აჭარა თაიმსი მარტი 24, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩაქვში ხანძრის შედეგად სახლი დაიწვა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ჩაქვში ხანძრის შედეგად სახლი დაიწვა

აპრილი 18, 2026
შუახევში მიმდინარეობს აჭარის პირველობა ქართულ ჭიდაობაში _AJARATIMES.GE
  • სპორტი

შუახევში მიმდინარეობს აჭარის პირველობა ქართულ ჭიდაობაში

აპრილი 18, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აპრილი 17, 2026
ბსუ-ის პროფესორმა სტუდენტების პერსონალური მონაცემები მოიპოვა და კოლეგებს ნეგატიური შეფასებები გაუკეთა bsu_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის პროფესორმა სტუდენტების პერსონალური მონაცემები მოიპოვა და კოლეგებს ნეგატიური შეფასებები გაუკეთა

აპრილი 17, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

აპრილი 16, 2026
ბათუმში სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა ჭადრაკში _AJARATIMES.GE
  • სპორტი

ბათუმში სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა ჭადრაკში

აპრილი 16, 2026
ჩაქვში ხანძრის შედეგად სახლი დაიწვა _AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

ჩაქვში ხანძრის შედეგად სახლი დაიწვა

აპრილი 18, 2026
შუახევში მიმდინარეობს აჭარის პირველობა ქართულ ჭიდაობაში _AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

შუახევში მიმდინარეობს აჭარის პირველობა ქართულ ჭიდაობაში

აპრილი 18, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აპრილი 17, 2026
ბსუ-ის პროფესორმა სტუდენტების პერსონალური მონაცემები მოიპოვა და კოლეგებს ნეგატიური შეფასებები გაუკეთა bsu_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბსუ-ის პროფესორმა სტუდენტების პერსონალური მონაცემები მოიპოვა და კოლეგებს ნეგატიური შეფასებები გაუკეთა

აპრილი 17, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

აპრილი 16, 2026

სიახლეების კალენდარი

აპრილი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« მარ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.