Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი
  • ხულო

მაღალმთიან აჭარაში უფასო სასადილოთი 120 ადამიანი სარგებლობს

სულხან მესხიძე თებერვალი 22, 2024
ufaso sasadilo_ajaratimes.ge

მაღალმთიან აჭარაში, უფასო სასადილოს ყველაზე მეტი ბენეფიციარი ხულოს ჰყავს. სოციალურად დაუცველი ფენისთვის გათვალისწინებული ყოველდღიური უფასო კვებით მუნიციპალიტეტში 53 ადამიანი სარგებლობს.

ხულოს მერმა “აჭარა თაიმს” საჯარო ინფორმაცია არასრულყოფილად, უფრო მეტიც, კანონით დადგენილი ვადის დარღვევით მიაწოდა. ვახტანგ ბერიძემ არ მოგვაწოდა კონკრეტული ინფორმაცია სასადილოს მენიუსა და თითოეული ბენეფიციარისთვის განკუთვნილი ულიფის შესახებ. ამგვარად უცნობი რჩება, რამდენ ლარს ხარჯავს მუნიციპალიტეტი ერთი ადამიანის გამოკვებაზე.

ხულოს მერიამ ასევე, არ უპასუხა კითხვას თუ რამდენი ადამიანია დასაქმებული სასადილოში და რა არის მათი ყოველთვიური ანაზღაურება. უწყებიდან მოწოდებულ საჯარო ინფორმაციაში მხოლოდ ის წერია, რომ მერია ამ მიმართულებით წლიურად, 50 240 ლარს ხარჯავს.

შუახევის მუნიციპალიტეტში ერთი უფასო სასადილო ფუნქციონირებს, რომლითაც 42 ბენეფიციარი სარგებლობს – მოგვწერეს უწებიდან. საჯარო ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მენიუ მოიცავს 3 კომპონენტიან კვებას.

“2024 წელს უფასო სასადილოსთვის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებულია 50 000 ლარი, აქედან კვებისთვის – 45 000 ლარი, ხოლო 5 000 ლარი კი რემონტისთვის. სასადილოში დასაქმებულია ერთი პირი. შრომის ანაზღაურება შეადგენს 440 ლარს,” – აცხადებენ შუახევის მერიაში.

ირკვევა, რომ ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ფენისთვის უფასო სასადილოს კვებით უზრუნველყოფის პროგრამით ყოველწლიურად 25 ბენეფიციარი სარგებლობს. უწყებიდან მიღებულ საჯარო ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2024 წელს უფასო სასადილოსთვის 32 000 ლარია გათვალისწინებული.

ხულოს მუნიციპალიტეტის მსგავსად, ქედის მერიამაც არ მოგვაწოდა დეტალური ინფორმაცია დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა და მათი ანაზღაურების შესახებ, ასევე, თითოეულ ბენეფიციარზე რამდენი ლარია გათვალისწინებული.

ინფორმაციისთვის: “აჭარა თაიმსმა” აღნიშნული ინფორმაცია ხელვაჩაურისა და ქობულეთის მერიებისგანაც გამოითხოვა, თუმცა ორივე შემთხევაში უწყებებმა კანონი დაარღვიეს. 23 იანვარს გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია დღემდე არ მიგვიღია. 

Post navigation

Previous: ავარია ბათუმში – ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა
Next: ხულოს მერიამ ორი ახალი ავტობუსი შეიძინა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

აჭის მოსახლეობა სოფლისთვის ცალკე მუნიციპალური ავტობუსის დანიშვნას ითხოვს

ლევან ურიდია ოქტომბერი 15, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში 8 ოჯახი მიწის ნაკვეთების გამო პროტესტს აგრძელებს – ტერიტორიაზე სპორტკომპლექსი უნდა აშენდეს

ლევან ურიდია ოქტომბერი 13, 2026
qobuleti_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

რა საჭიროებები აქვთ ქობულეთის სოფლებში მცხოვრებლებს – გამოკითხვა

ლევან ურიდია ოქტომბერი 13, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 18, 2026
შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა shuaxevis meria_AJARATIMES.GE
  • შუახევი

შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

ოქტომბერი 17, 2026
„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა fexburti.sporti.dinamo_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა

ოქტომბერი 17, 2026
ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა

ოქტომბერი 17, 2026
ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს batumis aeroporti,tvitmfrinavi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 17, 2026
თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან txili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან

ოქტომბერი 16, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 18, 2026
შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა shuaxevis meria_AJARATIMES.GE 2
  • შუახევი

შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

ოქტომბერი 17, 2026
„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა fexburti.sporti.dinamo_AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა

ოქტომბერი 17, 2026
ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა policia_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა

ოქტომბერი 17, 2026
ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს batumis aeroporti,tvitmfrinavi_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 17, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.