Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ხულო

ხულოში საბაგირო გაურკვეველი ვადით შეჩერდა – ადგილობრივები და მეწარმეები შემოსავლების შემცირებაზე საუბრობენ

სულხან მესხიძე ივლისი 31, 2024
sabagiro_AJARATIMES.GE

დაბა ხულოსა და სოფელ თაგოს დამაკავშირებელი საბაგირო რამდენიმე თვეა, რაც გაჩერებულია. გადაადგილებისთვის ერთ-ერთ მარტივ და მოსახერხებელ ტრანსპორტს ადგილობრივები, ასევე, ტურისტები ვეღარ იყენებენ.

საბაგირო ტექნიკური გამოუმართავობის გამო გათიშეს და რეაბილიტაციისთვის ამზადებენ, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა. თაგო წლის ნებისმიერ დროს ტურისტულად მიმზიდველი და დატვირთულია, მაგრამ შემოვლითი გზა იმდენად დიდი და მოუხერხებელია, მეტწილად სოფელში სტუმრობისგან ბევრი თავს იკავებს.

ვიზიტორების შემცირებით ადგილობრივები დაზარალდნენ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას ეწევიან. შემცირებულ ჯავშნებსა და შემოსავლებზე საუბრობენ კოტეჯების მფლობელებიც.

“გეგმიური შემოწმების შედეგად, ძირითად მზიდ ბაგირზე დაფიქსირდა ხარვეზები, რაც შეუსაბამოა საბაგიროს შემდგომი უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის,” – გვითხრეს ხულოს მერიაში, თუმცა უწყებაში ვერ განმარტეს როდის დაიწყება შეკეთების პროცესი. ირკვევა, რომ ხულოს მერია ამ ეტაპზე საბაგიროს საპროექტო დოკუმენტაციას ამზადებს.

“პროექტის განხორციელების პერიოდში გადაადგილების კუთხით მოსახლეობა არ ფერხდება. მათ, დღეში ერთხელ, ემსახურებათ  მუნიციპალიტეტის დაფინანსებით მიკრო ავტობუსი,” – განაცხადეს ხულოს მერიაში. 

ინფორმაციისთვის: ხულო-თაგოს საბაგირო გზა სიგრძითა და სიმაღლით ევროპაში მეორე ადგილზეა. უსაყრდენო საბაგირო გზის სიგრძე 1720, ხოლო სიმაღლე 280 მეტრია. საზოგადოებრივ ტრანსპორტს მხოლოდ ტურისტული დანიშნულება არ გააჩნია, ის ხულოს ცენტრიდან სოფელ თაგოში მისასვლელად გზის შემოკლების ერთადერთი საშუალებაა.

საბაგიროს მეშვეობით დაბა ხულოსთან დაკავშირება 8 წუთშია შესაძლებელი. საბაგირო 1985 წელს გაიხსნა, მისი ამოქმედება ცნობილი ინჟინერისა და არქიტექტორის, შოთა ორჯონიკიძის სახელს უკავშირდება.

Post navigation

Previous: „დინამო ბათუმი“ უეფას კონფერენტს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს გამოეთიშა
Next: ბათუმში, ქვიშის ფრენბურთის სამოყვარულო ტურნირი გაიმართება

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

xe tye_AJARATIMES.GE
  • ხულო

ხულოში სარდაფში უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი ხე-ტყე აღმოაჩინეს

აჭარა თაიმსი სექტემბერი 10, 2026
_AJARATIMES.GE
  • ხულო

„ოქროს ეძებენ“ – ხულოს სოფელ სხანდარაში უცნობი პირები მიწას თხრიან, ადგილობრივები საფრთხეზე საუბრობენ

აჭარა თაიმსი აგვისტო 27, 2026
dakaveba_AJARATIMES.GE
  • ხულო

ქრთამის აღებისა და კომერციული მოსყიდვის ფაქტებზე სამი პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი აგვისტო 17, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 23 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 23 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 22, 2026
ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს dito chubinidze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს

ოქტომბერი 22, 2026
„ბათუმი“ FIBA Europe Cup-ზე „პრომითეასთან“ დამარცხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„ბათუმი“ FIBA Europe Cup-ზე „პრომითეასთან“ დამარცხდა

ოქტომბერი 22, 2026
ყოროლისწყალზე ჯებირის მოწყობის სამუშაოები მიატოვეს – თამარის დასახლებაში დატბორვის საფრთხეზე საუბრობენ _AJARATIMES.GE (2)
  • ბათუმი

ყოროლისწყალზე ჯებირის მოწყობის სამუშაოები მიატოვეს – თამარის დასახლებაში დატბორვის საფრთხეზე საუბრობენ

ოქტომბერი 21, 2026
ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე განხილვის პირველი დღე დასრულდა _AJARATIMES.GE
  • საქართველო

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე განხილვის პირველი დღე დასრულდა

ოქტომბერი 21, 2026
სამოქალაქო ორგანიზაციები: ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ერთპარტიული დიქტატურის დაკანონების მცდელობაა _AJARATIMES.GE
  • საქართველო

სამოქალაქო ორგანიზაციები: ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ერთპარტიული დიქტატურის დაკანონების მცდელობაა

ოქტომბერი 21, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 23 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 23 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 22, 2026
ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს dito chubinidze_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს

ოქტომბერი 22, 2026
„ბათუმი“ FIBA Europe Cup-ზე „პრომითეასთან“ დამარცხდა _AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

„ბათუმი“ FIBA Europe Cup-ზე „პრომითეასთან“ დამარცხდა

ოქტომბერი 22, 2026
ყოროლისწყალზე ჯებირის მოწყობის სამუშაოები მიატოვეს – თამარის დასახლებაში დატბორვის საფრთხეზე საუბრობენ _AJARATIMES.GE (2) 4
  • ბათუმი

ყოროლისწყალზე ჯებირის მოწყობის სამუშაოები მიატოვეს – თამარის დასახლებაში დატბორვის საფრთხეზე საუბრობენ

ოქტომბერი 21, 2026
ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე განხილვის პირველი დღე დასრულდა _AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე განხილვის პირველი დღე დასრულდა

ოქტომბერი 21, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.