Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • რეკლამა

ბსუ-ს საერთაშორისო პროექტის MACRO CLEAN ფარგლებში, ზღვის სანაპიროს დასუფთავების აქცია ჩატარდა

აჭარა თაიმსი ივნისი 8, 2026
_AJARATIMES.GE

5 ივნისს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს, ბათუმის უნივერსიტეტის მიერ, საერთაშორისო პროექტ MACRO CLEAN-ის ფარგლებში, ზღვის სანაპიროს დასუფთავების აქცია ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტმა ბსუ-ს სტუდენტმა და ბათუმის საჯარო სკოლების მოსწავლემ.

დასუფთავების ტერიტორიად შერჩეული იყო აეროპორტის მიმდებარე ზღვის სანაპირო, სადაც ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა აქტივობა გაიმართა, მათ შორის:

  • ზღვის სანაპიროს დასუფთავება – სტუდენტებმა და სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიების პირველ ნახევარში სანაპირო დაასუფთავეს;
  • მოწვეული მყვინთავების ჩართულობით ზღვაში არსებული ნარჩენების შეგროვება;
  • მოწვეულმა სპიკერებმა – გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ექსპერტებმა – აქციაში მონაწილე სტუდენტებსა და მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია ზღვის დაბინძურების საკითხებისა და მათი მოგვარების შესაძლო გზების შესახებ. ასევე ჩატარდა მცირე ვიქტორინა აღნიშნულ თემებზე;
  • არტ-დიზაინერების ჩართულობით სანაპიროზე შეგროვებული ნარჩენებისგან შეიქმნა არტ-ინსტალაციები, რაშიც სტუდენტები აქტიურად მონაწილეობდნენ.

პროექტის ფარგლებში სამომავლოდაც დაგეგმილია არაერთი საინტერესო აქტივობა, მათ შორის ტრენინგების ციკლი სტუდენტებისა და სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის.

პროექტი MACRO CLEAN (BSB00584) – „მაკრო წყალმცენარეების კვლევა, დასუფთავების მეთოდოლოგიები, ეკონომიკური ვალორიზაცია და საპილოტე გამოყენება“ – ხორციელდება ევროკავშირის თანადაფინანსებით, შავი ზღვის აუზის Interreg NEXT ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.

პროექტის პარტნიორები არიან: სინოპის უნივერსიტეტი (თურქეთი) – პროექტის ლიდერი პარტნიორი, მარმარის რეგიონის მუნიციპალიტეტების გაერთიანება (თურქეთი), ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო) და შუმენის უნივერსიტეტი (ბულგარეთი).

პროექტის მიზნები მოიცავს წყალმცენარეების ევტროფიკაციაზე ზემოქმედების შესასწავლად კვლევის მეთოდოლოგიის ჩამოყალიბებას, შესაბამისი ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ზღვის მცენარეების ეკონომიკური სარგებლის გაზრდას სასუქებისა და ბიოპლასტიკის წარმოებაში. ასევე, პროექტი ითვალისწინებს ცნობიერების ამაღლებასა და ამ პროცესში დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას.

პროექტის საიტი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

Post navigation

Previous: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
Next: სარფის საბაჟოზე გერმანიისა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე დააკავეს – ამოღებულია 1 400 აბი „პრეგაბალინი“

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

IMG_3798
  • რეკლამა

საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით

აჭარა თაიმსი ივლისი 24, 2026
261877
  • რეკლამა

JYSK ბათუმში 9 წლის იუბილეს მასშტაბური ფასდაკლებებით აღნიშნავს

აჭარა თაიმსი ივლისი 9, 2026
DSC05857
  • რეკლამა

ქობულეთში „სმარტის“ ახალი მარკეტი გაიხსნა

აჭარა თაიმსი ივნისი 29, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში უკანონო ონლაინკაზინოს საქმიანობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს, მეორეს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში უკანონო ონლაინკაზინოს საქმიანობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს, მეორეს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს

ივლისი 27, 2026
„დინამო ბათუმმა“ საქართველოს თასზე „ორბი“ დაამარცხა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ საქართველოს თასზე „ორბი“ დაამარცხა

ივლისი 26, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ივლისი 26, 2026
შუახევში მიმდინარეობს ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში shuaxevi_AJARATIMES.GE
  • შუახევი

შუახევში მიმდინარეობს ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში

ივლისი 25, 2026
ბათუმში მომხდარ მძიმე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მომხდარ მძიმე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს

ივლისი 25, 2026
„მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათების მოთხოვნით ექვს სოფელში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო _AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

„მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათების მოთხოვნით ექვს სოფელში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

ივლისი 25, 2026
ბათუმში უკანონო ონლაინკაზინოს საქმიანობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს, მეორეს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში უკანონო ონლაინკაზინოს საქმიანობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს, მეორეს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს

ივლისი 27, 2026
„დინამო ბათუმმა“ საქართველოს თასზე „ორბი“ დაამარცხა _AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ საქართველოს თასზე „ორბი“ დაამარცხა

ივლისი 26, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ივლისი 26, 2026
შუახევში მიმდინარეობს ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში shuaxevi_AJARATIMES.GE 4
  • შუახევი

შუახევში მიმდინარეობს ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში

ივლისი 25, 2026
ბათუმში მომხდარ მძიმე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში მომხდარ მძიმე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს

ივლისი 25, 2026

სიახლეების კალენდარი

ივლისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« ივნ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.