„საფეხბურთომა კლუბმა გონიომ“ მორიგი ტრანსფერი განახორციელა. ამ ჯერად „გონიოს“ რიგებს, 27 წლის, უკრაინელი მეკარე იაროსლავ კოტლიაროვი დაემატა – ინფორმაციას კლუბი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„წარმოგიდგენთ საფეხბურთო კლუბ ,,გონიო”-ს მორიგ ახალწვეულს, მეკარე იაროსლავ კოტლიაროვი, ის ჩვენს კლუბს ფოთის ,,კოლხეთი”-დან შემოუერთდა, სადაც ბოლო 3 წლის განმავლობაში ასპარეზობდა, ის ფოთის კოლხეთამდე ასპარეზობდა დონეცკის ,,ოლიმპიკში” , წარმატებები საფეხბურთო კლუბ ,,გონიო”-სა და იაროსლავს ეროვნული ლიგა 2-ს გათამაშებაში.“- წერია კლუბის განცხადებაში.
იაროსლავი, „არწივებს“ „კოლხეთი -1913“-იდან შეუერთდა. პროფესიული საფეხბურთო კარიერა, კოტლიაროვმა მშობლიურ უკრაინაში დაიწყო, სადაც თამაშობდა „ოლიმპიკ დონეცკში“, „სუდოსტრატელში“ და სხვა უკრაინულ კლუბებში.
2023 წლეს საქართველო გადმოსვლამდე ასპარეზობდა „მფკ მეტალუგრში“. იაროსლავი ასევე გამოდიოდა, უკრაინის 20 წლამდელთა ნაკრებში.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე



