გონიოში, ხარაჩოს ჩამონგრევის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა სამშენებლო მოედანზე ცოტა ხნის წინ მოხდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტეს, რომ დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები იმყოფებიან. დამატებით დეტალებს ვარკვევთ, მასალა განახლდება.



