Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • ბათუმი

დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით – ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და რეალიზაცია ბათუმში

აჭარა თაიმსი თებერვალი 27, 2024
dakaveba_ajaratimes.ge

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის სამეგრელო-ზემო სვანეთის და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, ჩინეთისა და გერმანიის ორი მოქალაქე, ასევე, რუსეთისა და უკრაინის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებულია 1995 წელს დაბადებული პ.კ.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1994 წელს დაბადებული ხ.ვ., 1971 წელს დაბადებულ ი.ბ. და 1972 წელს დაბადებული ბ.ბ. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოდანაშაულებრივ სქემაში იყვნენ ჩართული. მათ შორის ერთ-ერთი, 1995 წელს დაბადებული პ.კ. საქართველოში ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან, თბილისის აეროპორტის გავლით შემოვიდა. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აეროპორტში მისი პირადი ჩხრეკა განხორციელდა.

სამართალდამცველების მიერ ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის „კოკაინი“, „მდმა“, „მეტამფეტამინი“, „მეთადონი“ და ფსიქოტროპული საშუალება „კეტამინის“ შემცველი ნივთიერებები.

ნივთმტკიცებად ასევე ამოღებულია თანხა, ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ელექტროსასწორები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: ქობულეთში, ქალი ყოფილ ქმარს ძალადობასა და შევიწროვებაში ამხელს
Next: რა დარღვევები დააფიქსირა სახელმწიფო აუდიტმა ხელვაჩაურის მერიაში

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

avtobusebi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში 12-13 აპრილს მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება

აჭარა თაიმსი აპრილი 10, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ხანძარი ბათუმში

აჭარა თაიმსი აპრილი 9, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

დასახლება ბათუმში საკანალიზაციო და სანიაღვრე ქსელის გარეშე, ქვეწარმავლები და მღრნელები – მოსახლეობა შველას ითხოვს

სულხან მესხიძე აპრილი 8, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ამერიკიდან დაწყებული საქმე ქვედა აჭყვაში – დავით მახარაძის კოტეჯები და სოფლის განვითარების მაგალითი _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ამერიკიდან დაწყებული საქმე ქვედა აჭყვაში – დავით მახარაძის კოტეჯები და სოფლის განვითარების მაგალითი

აპრილი 11, 2026
„დინამოების დერბი“ ფრედ 2:2 დასრულდა sporti_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამოების დერბი“ ფრედ 2:2 დასრულდა

აპრილი 11, 2026
ბათუმში 12-13 აპრილს მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება avtobusebi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში 12-13 აპრილს მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება

აპრილი 10, 2026
ხანძარი ბათუმში _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ხანძარი ბათუმში

აპრილი 9, 2026
ბათუმიდან თბილისში მიმავალი მატარებელი ადამიანს შეეჯახა police_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ბათუმიდან თბილისში მიმავალი მატარებელი ადამიანს შეეჯახა

აპრილი 9, 2026
სექსმუშაკების არგუმენტი სასამართლომ არ გაიზიარა – პროსტიტუციისთვის ადმინისტრაციული დასჯა ძალაში დარჩა seqsmushaki_AJARATIMES.GE
  • საქართველო

სექსმუშაკების არგუმენტი სასამართლომ არ გაიზიარა – პროსტიტუციისთვის ადმინისტრაციული დასჯა ძალაში დარჩა

აპრილი 8, 2026
ამერიკიდან დაწყებული საქმე ქვედა აჭყვაში – დავით მახარაძის კოტეჯები და სოფლის განვითარების მაგალითი _AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

ამერიკიდან დაწყებული საქმე ქვედა აჭყვაში – დავით მახარაძის კოტეჯები და სოფლის განვითარების მაგალითი

აპრილი 11, 2026
„დინამოების დერბი“ ფრედ 2:2 დასრულდა sporti_AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

„დინამოების დერბი“ ფრედ 2:2 დასრულდა

აპრილი 11, 2026
ბათუმში 12-13 აპრილს მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება avtobusebi_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში 12-13 აპრილს მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება

აპრილი 10, 2026
ხანძარი ბათუმში _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ხანძარი ბათუმში

აპრილი 9, 2026
ბათუმიდან თბილისში მიმავალი მატარებელი ადამიანს შეეჯახა police_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

ბათუმიდან თბილისში მიმავალი მატარებელი ადამიანს შეეჯახა

აპრილი 9, 2026

სიახლეების კალენდარი

აპრილი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« მარ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.