„რაგბის კლუბი ბათუმი“ 13 სექტემბერს, „დიდი 10-ის“ მეორე ტურის მატჩს, სტუმრად, „არმია თბილისის“ წინააღმდეგ გამართავს.
შეხვედრა თბილისში, ავჭალის რაგბის სტადიონზე, 16:30 დაიწყება.
როგორც ცნობილია,“რ/კ ბათუმმა“ „დიდი 10-ის“ ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩი „ხვამლთან“ ანგარიშთ 21:3 წააგო. ამ დროის „რ/კ ბათუმი“ საქართველოს რაგბის ჩემპიონატის ცხრილის ბოლო, მე-10 ადგილზეა.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე