Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • რეკლამა

ენერგეტიკულ სექტორში კადრების დეფიციტია, განსაკუთრებით რეგიონებში – GREDA

აჭარა თაიმსი დეკემბერი 18, 2025
_AJARATIMES.GE

ენერგეტიკულ სექტორში კადრების დეფიციტს საკმაოდ სისტემური სახე აქვს მიღებული. განსაკუთრებით თვალსაჩინოა დეფიციტი რეგიონებში, აცხადებს GREDA-ს პროექტის მენეჯერი მატა გორდეზიანი.

როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში მატა გორდეზიანმა განმარტა, გარდა იმისა, რომ ქვეყანაში სპეციალისტების დეფიციტია, საკმაოდ დიდ გამოწვევად რჩება კვალიფიკაციაც.

„ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი განახლებადი სადგურის მშენებლობა დაიგეგმა, რაც ბუნებრივია, იწვევს კადრებზე მოთხოვნას. ერთი მხრივ არის ეს გამოწვევა და მეორე მხრივ არის გამოწვევა ისიც, რომ იზრდება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოეფექტურობის, ასევე, ევროკავშირის ენერგეტიკულ ჩარჩოებთან დაახლოების მოთხოვნები, რასაც ადამიანური რესურსით ვერ ვუმკლავდებით. განსაკუთრებით სუსტია კადრების ბაზა რეგიონებში, რის გამოც კომპანიებს თანამშრომლების მოძიება თბილისში, უფრო ხშირ შემთხვევაში კი უცხოეთში უწევთ, რაც ბუნებრივია, ხარჯების ზრდასაც იწვევს და პროექტის დროულად განხორციელებასაც აფერხებს“, – აცხადებს მატა გორდეზიანი.

როგორც ირკვევა, დარგში ყველაზე მეტად დეფიციტური ინჟინრის პროფესიაა, იქნება ეს ჰიდრო, ქარის თუ მზის მიმართულებები. ამასთან ერთად, სამწუხაროდ, პროფესიით ახალგაზრდები სულ უფრო ნაკლებად ინტერესდებიან.

„მიუხედავად იმისა, რომ ჰიდრო ენერგიის ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს ქვეყანაში, კადრები, ვინც ჰიდრო ენერგიაში გვყავდა, ასაკში შედიან და ახალგაზრდების მხრიდან ნაკლები დაინტერესებაა. ასევე, უკვე ტექნიკურ პერსონალშიც პრობლემაა, ვინც უშუალოდ მონტაჟს შეძლებს, სადგურს ტექნიკურად მოემსახურება“, – განმარტავს მატა გორდეზიანი.

არანაკლებ დეფიციტურია ენერგეტიკული პროექტების დეველოპმენტი, ის სპეციალისტები, რომლებსაც აქვთ გამოცდილება ნებართვების მიღების, საბანკო მოთხოვნების, ფინანსური მოდელირების, პროექტების მშენებლობამდე მიყვანის და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანი ახალი მიმართულებაა საქართველოსთვის გარემოსდაცვითი და სოციალური მართვა. განსაკუთრებით, როცა სადგურები იღებენ დაფინანსებას სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან, მათ აქვთ მოთხოვნები გარემოს დაცვითი და სოციალური მიმართულებებით და აქაც მნიშვნელოვანი დეფიციტია.

„საბოლოო ჯამში, საკმაოდ ბევრი მიმართულებაა, რომელიც ჯერ კიდევ ქართულ სასწავლებლებში არის წავლება. ეს არის ერთ–ერთი დიდი გამოწვევა, რისგამოც ამ რეალობაში ვართ – მხოლოდ ერთ უნივერსიტეტში ისწავლება ენერგეტიკა. ჩვენი რესურსებით ვცდილობთ, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი კადრების მომზადებას, გვაქვს კურსები, მაგრამ აუცილებელია გრძელვადიანი პროგრამები დაინერგოს უნივერსიტეტებში და რადგან ქვეყნის განვითარებისთვის სტრატეგიული დარგია, მომავალ თაობებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, სათანადო ცოდნა მიიღონ“, – განაცხადა მატა გორდეზიანმა.

ავტორი: ნოდარ სირბილაძე

Post navigation

Previous: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
Next: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

Picture1
  • რეკლამა

დიდი ლიდერის ცხოვრების გზა – აზერბაიჯანის თანამედროვე ისტორიის ცოცხალი ქრონიკა

აჭარა თაიმსი მაისი 9, 2026
19
  • რეკლამა

„დაიხარჯე – შეივსე“ – პარი სერ-ჟენმენის (Paris Saint-Germain) ვარსკვლავები წყალი „მთის“ ახალ კამპანიაში

აჭარა თაიმსი აპრილი 6, 2026
Azer
  • რეკლამა

2026 წელი „ურბანული დაგეგმარებისა და არქიტექტურის წლად“ გამოცხადდა!

აჭარა თაიმსი მარტი 29, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გონიოში სასტუმროში წყლის გამაცხელებელი აფეთქდა xandzari_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გონიოში სასტუმროში წყლის გამაცხელებელი აფეთქდა

მაისი 10, 2026
„ს/კ ბათუმმა“ ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩი მოიგო _AJARATIMES.GE
  • საქართველო

„ს/კ ბათუმმა“ ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩი მოიგო

მაისი 10, 2026
ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს

მაისი 10, 2026
ხანძარი ბათუმში _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ხანძარი ბათუმში

მაისი 9, 2026
„სკ ბათუმი“ სუპერლიგის ნახევარფინალური სერიის პირველ შეხვედრაში დამარცხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„სკ ბათუმი“ სუპერლიგის ნახევარფინალური სერიის პირველ შეხვედრაში დამარცხდა

მაისი 9, 2026
დიდი ლიდერის ცხოვრების გზა – აზერბაიჯანის თანამედროვე ისტორიის ცოცხალი ქრონიკა Picture1
  • რეკლამა

დიდი ლიდერის ცხოვრების გზა – აზერბაიჯანის თანამედროვე ისტორიის ცოცხალი ქრონიკა

მაისი 9, 2026
გონიოში სასტუმროში წყლის გამაცხელებელი აფეთქდა xandzari_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

გონიოში სასტუმროში წყლის გამაცხელებელი აფეთქდა

მაისი 10, 2026
„ს/კ ბათუმმა“ ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩი მოიგო _AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

„ს/კ ბათუმმა“ ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩი მოიგო

მაისი 10, 2026
ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს

მაისი 10, 2026
ხანძარი ბათუმში _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ხანძარი ბათუმში

მაისი 9, 2026
„სკ ბათუმი“ სუპერლიგის ნახევარფინალური სერიის პირველ შეხვედრაში დამარცხდა _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

„სკ ბათუმი“ სუპერლიგის ნახევარფინალური სერიის პირველ შეხვედრაში დამარცხდა

მაისი 9, 2026

სიახლეების კალენდარი

მაისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« აპრ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.