Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • რეკლამა

Coca-Cola Bottlers Georgia – ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ბათუმი 2026-ის მთავარი პარტნიორია

აჭარა თაიმსი მაისი 14, 2026
FB პარტნიორი Coca-cola

სპორტის მხარდაჭერა, ახალგაზრდა თაობის გაძლიერება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა – Coca-Cola Bottlers Georgia ამ ღირებულებებს აერთიანებს და ამ გზავნილებით საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ბათუმი 2026-ის მთავარი პარტნიორია.

კომპანია, ახალგაზრდული ფესტივალის მთავარი პარტნიორი ორი ფლაგმანი – Coca-Cola და წყალი „მთის“ – ბრენდებით გახდა. კოკა-კოლას საქართველოში სპორტის განვითარებისა და მხარდაჭერის მრავალწლიანი ისტორია აქვს. კომპანიას წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს როგორც პროფესიული, ისე მასობრივი სპორტის პოპულარიზაციაში.

საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო მულტისპორტული პროექტია, რომელიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით ტარდება. ფესტივალის ფინალური, მესამე ეტაპი ბათუმში, 2026 წლის 2-6 ივნისს გაიმართება და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ ახალგაზრდა სპორტსმენებს გააერთიანებს.

შეჯიბრებები სპორტის 17 სახეობაში გაიმართება, მათ შორისაა – ბადმინტონი, ბერძნულ-რომაული და თავისუფალი ჭიდაობა, კალათბურთი 3X3, კრივი, მაგიდის ჩოგბურთი, მინი-ფეხბურთი, მძლეოსნობა, მხატვრული ტანვარჯიში, ტაეკვონდო, ფრენბურთი, ქართული ჭიდაობა, ქვიშის ჭიდაობა, ჩოგბურთი, ცურვა, ძიუდო და ხელბურთი.

ფესტივალში 14-17 წლის 1200-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს, საქართველოს 12 რეგიონიდან: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, გურია, თბილისი, იმერეთი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი და შიდა ქართლი.

ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონია 2 ივნისს ბათუმის ახალ საფეხბურთო სტადიონზე იქნება, დახურვის ცერემონიას კი 5 ივნისს ბათუმის ბულვარი უმასპინძლებს.

ფესტივალის ფარგლებში სპორტის ცალკეულ სახეობებში გამარჯვებულები გამოვლინდებიან. მთავარი პრიზი კი იმ რეგიონს გადაეცემა, რომელიც საერთო  შედეგს ქულათა ჯამური მაჩვენებლით აჩვენებს.

Coca-Cola Bottlers Georgia-სთვის სპორტი ერთ-ერთი მთავარი გამაერთიანებელი ძალაა. კომპანია მხარს უჭერს სპორტის სხვადასხვა სახეობას და მიიჩნევს, რომ სპორტი ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები, დაიჯერონ საკუთარი თავის და წარმატებას მიაღწიონ. საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი სწორედ ამ იდეას ემსახურება  – სპორტის მასობრიობის ზრდას, ახალგაზრდა ტალანტებისა და მომავალი ოლიმპიელების აღმოჩენას, რეგიონული სპორტის განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

Post navigation

Previous: „ბათუმმა“ „ქუთაისი 2010“ დამაჯერებლად დაამარცხა
Next: ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

757954866_1514484037392498_1169193510282557495_n
  • რეკლამა

დამუხტე და დაისვენე – „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა

აჭარა თაიმსი ივლისი 28, 2026
IMG_3798
  • რეკლამა

საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით

აჭარა თაიმსი ივლისი 24, 2026
261877
  • რეკლამა

JYSK ბათუმში 9 წლის იუბილეს მასშტაბური ფასდაკლებებით აღნიშნავს

აჭარა თაიმსი ივლისი 9, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi, santeli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

აგვისტო 14, 2026
მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე: მშვიდობიანი პროტესტისთვის თავისუფლების აღკვეთის საფრთხე „მსუსხავ ეფექტს“ ქმნის sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე: მშვიდობიანი პროტესტისთვის თავისუფლების აღკვეთის საფრთხე „მსუსხავ ეფექტს“ ქმნის

აგვისტო 13, 2026
დაპირებული კორპუსი, გაყიდული ფართები და არდაწყებული მშენებლობა – რა აკავშირებს საქმესთან „ქართული ოცნების“ დეპუტატს  ilia verdzadze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

დაპირებული კორპუსი, გაყიდული ფართები და არდაწყებული მშენებლობა – რა აკავშირებს საქმესთან „ქართული ოცნების“ დეპუტატს 

აგვისტო 13, 2026
როგორ ხსნის ზვიად სირაბიძე სახელმწიფო უწყებებისგან მიღებულ კონტრაქტებს _AJARATIMES.GE
  • საქართველო

როგორ ხსნის ზვიად სირაბიძე სახელმწიფო უწყებებისგან მიღებულ კონტრაქტებს

აგვისტო 13, 2026
სოციალური სახლების სარდაფები წყლით არის სავსე – მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სოციალური სახლების სარდაფები წყლით არის სავსე – მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

აგვისტო 13, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 13, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi, santeli_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

აგვისტო 14, 2026
მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე: მშვიდობიანი პროტესტისთვის თავისუფლების აღკვეთის საფრთხე „მსუსხავ ეფექტს“ ქმნის sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე: მშვიდობიანი პროტესტისთვის თავისუფლების აღკვეთის საფრთხე „მსუსხავ ეფექტს“ ქმნის

აგვისტო 13, 2026
დაპირებული კორპუსი, გაყიდული ფართები და არდაწყებული მშენებლობა – რა აკავშირებს საქმესთან „ქართული ოცნების“ დეპუტატს  ilia verdzadze_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

დაპირებული კორპუსი, გაყიდული ფართები და არდაწყებული მშენებლობა – რა აკავშირებს საქმესთან „ქართული ოცნების“ დეპუტატს 

აგვისტო 13, 2026
როგორ ხსნის ზვიად სირაბიძე სახელმწიფო უწყებებისგან მიღებულ კონტრაქტებს _AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

როგორ ხსნის ზვიად სირაბიძე სახელმწიფო უწყებებისგან მიღებულ კონტრაქტებს

აგვისტო 13, 2026
სოციალური სახლების სარდაფები წყლით არის სავსე – მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

სოციალური სახლების სარდაფები წყლით არის სავსე – მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

აგვისტო 13, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.