Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ვითვალისწინებთ ჩვენი მხარდამჭერების თხოვნას და საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ ვატარებთ საყოველთაო შეკრებას – “ოცნება”

აჭარა თაიმსი აპრილი 22, 2024
qartuli.ocneba_ajaratimes.ge

ვითვალისწინებთ ჩვენი მხარდამჭერების თხოვნას და 29 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ ვატარებთ საყოველთაო-სახალხო შეკრებას, – ამის შესახებ განცხადებას პარტია „ქართული ოცნება“ ავრცელებს და კონტრ აქციას აანონსებს.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. თუმცა, უკვე ცხადია, რომ, შარშანდელისგან განსხვავებით, წელს რადიკალურმა ოპოზიციამ შეცდომაში ჩვენი თანამოქალაქეების მხოლოდ მცირე ნაწილის შეყვანა შეძლო.

პოლიტიკური ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციების მონაწილეთა რაოდენობამ პიკზე 9,500 შეადგინა. აშკარაა, რომ კეზერაშვილის, ხაზარაძისა და მდიდარი „ენჯეოების“ არაკეთილსინდისიერი დონორების მიერ რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებაში ჩადებულმა მრავალმილიონიანმა ინვესტიციამ არ გაამართლა. ქართული საზოგადოება უკვე იმდენად არის პოლიტიკურად მომწიფებული, რომ ვერავითარი ფულით მას შეცდომაში ვერ შეიყვან.

სოციოლოგიური კვლევების თანახმად, დღეს „ქართული ოცნების“ რეიტინგი 60 პროცენტს აჭარბებს, ხოლო ერთადერთ ოპოზიციურ პარტიას, რომელიც ბარიერის გადალახვას ახერხებს, მხოლოდ 12-პროცენტიანი რეიტინგი აქვს. ამ ფონზე პოლიტიკურად გაკოტრებული რადიკალური ოპოზიცია, მდიდარი „ენჯეოები“ და ე.წ. პრეზიდენტი ხალხის სახელით გვესაუბრებიან, რაც ჩვენი მხარდამჭერების, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სამართლიან გაღიზიანებას იწვევს.

ვითვალისწინებთ ჩვენი მხარდამჭერების თხოვნას და მომავალ ორშაბათს, 29 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ ვატარებთ საყოველთაო-სახალხო შეკრებას.

მოგიწოდებთ, ჩვენი ქვეყნის პატრიოტმა თანამოქალაქეებმა მთელი ქვეყნიდან ერთად ვუთხრათ უარი შავი ფულით საქართველოში რევოლუციის, მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმის, რელიგიური სარჩულით პოლიტიკური ინტერვენციის, ლგბტ პროპაგანდის, ნარკოტიკების პროპაგანდის, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის, რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის დაფინანსებას.

პოლიტიკურად და მორალურად გაკოტრებულ პოლიტიკურ უმცირესობას ვერ მივცემთ სპეკულირებისა და ხალხის სახელით საუბრის უფლებას. ყველას დავანახებთ, სად დგას ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა, რომლისთვისაც ძვირფასია სიმართლე და ჭეშმარიტი ევროპული ფასეულობები, რომლისთვისაც ძვირფასია ჩვენი ტრადიციული ეროვნული ღირებულებები – მამული, ენა და სარწმუნოება.

ერთად ვუთხრათ არა შავ ფულს და ერთად ვუთხრათ კი გამჭვირვალობას, ჭეშმარიტ ევროპულ გზას, დამოუკიდებელ და სუვერენულ საქართველოს!“ – აღნიშნულია მმართველი პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციისთვის: დედაქალაქში რუსული კანონის საწინააღმდეგო ფართომასშტაბიანი აქცია ყოველდღიურად მიმდინარეობს. “ოცნება” აქციის მონაწილეების დისკრედიტაციას ეწევა, ხოლო პროპაგანდის მეშვეობით ხალხს არწმუნებს, რომ თითქოს აღნიშნული კანონი ამერიკულია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

Post navigation

Previous: ხანძარი ბათუმში
Next: ხმაური, დაპირისპირება და საპროტესტო აქცია ხელვაჩაურის მერიასთან

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უნებართვო მშენებლობა ისე მიმდინარეობდა, რომ მაკონტროლებელმა ორგანომ ვერ შენიშნა

აჭარა თაიმსი ივლისი 15, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, 1900 წელს აგებული შენობის რეკონსტრუქციისთვის მშენებლობის ნებართვა გაიცა

აჭარა თაიმსი ივლისი 14, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, კორპუსში ხანძრის შედეგად ბინა დაიწვა

აჭარა თაიმსი ივლისი 14, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 15, 2026
ბათუმის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უნებართვო მშენებლობა ისე მიმდინარეობდა, რომ მაკონტროლებელმა ორგანომ ვერ შენიშნა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უნებართვო მშენებლობა ისე მიმდინარეობდა, რომ მაკონტროლებელმა ორგანომ ვერ შენიშნა

ივლისი 15, 2026
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს

ივლისი 15, 2026
ევროპის ჩემპიონატი ქვიშის ფეხბურთში დაიწყო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

ევროპის ჩემპიონატი ქვიშის ფეხბურთში დაიწყო

ივლისი 15, 2026
ბათუმში, 1900 წელს აგებული შენობის რეკონსტრუქციისთვის მშენებლობის ნებართვა გაიცა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, 1900 წელს აგებული შენობის რეკონსტრუქციისთვის მშენებლობის ნებართვა გაიცა

ივლისი 14, 2026
ბათუმში, კორპუსში ხანძრის შედეგად ბინა დაიწვა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, კორპუსში ხანძრის შედეგად ბინა დაიწვა

ივლისი 14, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 15, 2026
ბათუმის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უნებართვო მშენებლობა ისე მიმდინარეობდა, რომ მაკონტროლებელმა ორგანომ ვერ შენიშნა _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უნებართვო მშენებლობა ისე მიმდინარეობდა, რომ მაკონტროლებელმა ორგანომ ვერ შენიშნა

ივლისი 15, 2026
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს

ივლისი 15, 2026
ევროპის ჩემპიონატი ქვიშის ფეხბურთში დაიწყო _AJARATIMES.GE 4
  • სპორტი

ევროპის ჩემპიონატი ქვიშის ფეხბურთში დაიწყო

ივლისი 15, 2026
ბათუმში, 1900 წელს აგებული შენობის რეკონსტრუქციისთვის მშენებლობის ნებართვა გაიცა _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში, 1900 წელს აგებული შენობის რეკონსტრუქციისთვის მშენებლობის ნებართვა გაიცა

ივლისი 14, 2026

სიახლეების კალენდარი

ივლისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« ივნ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.