თელავივიდან ბათუმის მიმართულებით შემოსული სამგზავრო თვითმფრინავი აეროპორტში დაშვებას ვერ ახერხებს.
თვითმფრინავი ამ წუთებში ბათუმის ცაზე მანევრირებს. წინასწარი ინფორმაციით, დაშვების პრობლემის მიზეზი შესაძლოა ძლიერი ნისლი იყოს.
ამ ეტაპზე უცნობია, გადაწყვეტს თუ არა პილოტი სხვა აეროპორტის მიმართულებით გაგრძელებას, თუ მოგვიანებით ისევ ბათუმში დაჯდება.



