Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • არჩევნები

თორნიკე რიჟვაძემ აჭარის დელეგატები წარადგინა

სულხან მესხიძე აგვისტო 24, 2024
tornike rijvadze_AJARATIMES.GE

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ “ქართული ოცნების” დელეგატები წარადგინა. ისინი უმაღლესი საბჭოს სიაში იქნებიან, ასევე, მუნიციპალიტეტებში საარჩევნო შტაბებს უხელმძღვანელებენ.

“ბათუმში ჩვენი დელეგატი იქნება – რამაზ ჯინჭარაძე, რომელსაც კარგად იცნობს აჭარის თითოელი მცხოვრები, ბატონი რამაზი წლების განმავლობაში იყო აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და მის სახელს უკავშირდება არაერთი სოციალური პროექტი, რამაზ ჯინჭარაძე ბათუმის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარეა.

ქობულეთში ჩვენი დელეგატი იქნება უმაღლესი საბჭოს მოქმედი დეპუტატი – ცოტნე ანანიძე, ახალგაზრდა და პროფესიონალი ადამიანი.

ხელვაჩაურში ჩვენი დელეგატი გახლავთ – მინდია დიასამიძე, ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, რომლისთვისაც კარგადაა ცნობილი ხელვაჩაურის თითოეული მკვიდრის სიკეთეები და გამოწვევები.

ქედაში ჩვენი დელეგატია მამუკა თურმანიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, კეთილსონდისიერი და პროფესიონალი საჯარო მოხელე.

შუახევში ქართული ოცნების დელეგატია -ფრიდონ ფუტკარაძე, უმაღლესი საბჭოს მოქმედი დეპუტატი და შუახევის ყოფილი მერი, რომელმაც ზედმიწევნით დეტალურად იცის თითოეული შუახეველის საჭიროება და გამოწვევები

ხულოში ჩვენი დელეგატი იქნება – ვახტანგ ბერიძე, ხულოს მოქმედი მერი, რომელიც ყველა ხულოელის საყრდენი, მათი ინტერესების გამტარებელია და დარწმუნებული ვარ თითოელი ხულოელის ხმა იქნება წარმოდგენილი აჭარის უმაღლეს საბჭოში,” – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ ბრიფინგზე.

ინფორმაციისთვის: 26 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც ტარდება.

Post navigation

Previous: ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე
Next: ხულოს არჩეული მერი თანამდებობას ტოვებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

opoziciis aliansi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

„ოპოზიციის ალიანსი“ არჩევნების ჩატარებისთვის ექვს ძირითად მოთხოვნას ასახელებს

აჭარა თაიმსი მაისი 15, 2026
emigrantebi da archevnebi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში ხმის მიცემას საზღვარგარეთ ვეღარ შეძლებენ

აჭარა თაიმსი ნოემბერი 17, 2025
archevnebi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

საქართველოში არჩევნები რეპრესიებისა და მედიის შეზღუდვის ფონზე ტარდება

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 4, 2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

უცხოელი მსჯავრდებულების გაძევების ახალი წესი შესაძლოა მიხეილ სააკაშვილსაც შეეხოს mikheil saakashvili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

უცხოელი მსჯავრდებულების გაძევების ახალი წესი შესაძლოა მიხეილ სააკაშვილსაც შეეხოს

ივნისი 23, 2026
მეზღვაურებისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს რამდენიმე მომსახურება დროებით უფასო იქნება mezgvaurebi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მეზღვაურებისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს რამდენიმე მომსახურება დროებით უფასო იქნება

ივნისი 23, 2026
მძღოლობის კანდიდატებისთვის მომსახურების სააგენტო შეღავათს აწესებს martvis mowmoba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მძღოლობის კანდიდატებისთვის მომსახურების სააგენტო შეღავათს აწესებს

ივნისი 23, 2026
სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა,  ბათუმში კარვის გაშლის გამო აქტივისტის დაკავებამ ადამიანის უფლებები დაარღვია zurab karchava_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა,  ბათუმში კარვის გაშლის გამო აქტივისტის დაკავებამ ადამიანის უფლებები დაარღვია

ივნისი 23, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 23, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 22, 2026
უცხოელი მსჯავრდებულების გაძევების ახალი წესი შესაძლოა მიხეილ სააკაშვილსაც შეეხოს mikheil saakashvili_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

უცხოელი მსჯავრდებულების გაძევების ახალი წესი შესაძლოა მიხეილ სააკაშვილსაც შეეხოს

ივნისი 23, 2026
მეზღვაურებისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს რამდენიმე მომსახურება დროებით უფასო იქნება mezgvaurebi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

მეზღვაურებისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს რამდენიმე მომსახურება დროებით უფასო იქნება

ივნისი 23, 2026
მძღოლობის კანდიდატებისთვის მომსახურების სააგენტო შეღავათს აწესებს martvis mowmoba_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

მძღოლობის კანდიდატებისთვის მომსახურების სააგენტო შეღავათს აწესებს

ივნისი 23, 2026
სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა,  ბათუმში კარვის გაშლის გამო აქტივისტის დაკავებამ ადამიანის უფლებები დაარღვია zurab karchava_AJARATIMES.GE 4
  • უცხოეთი

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა,  ბათუმში კარვის გაშლის გამო აქტივისტის დაკავებამ ადამიანის უფლებები დაარღვია

ივნისი 23, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 23, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.