Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

იაშა შერვაშიძემ, ოჯახის წევრებმა და ბიზნესპარტნიორებმა „ქართულ ოცნებას“ 345 ათასი ლარი შესწირეს – შეწირულობების პარალელურად ბიზნესაქტივობები იზრდებოდა

აჭარა თაიმსი ივნისი 4, 2026
iasha shervashidze_AJARATIMES.GE

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ყოფილი პარლამენტარი იაშა შერვაშიძე, მისი ოჯახის წევრები და ბიზნესპარტნიორები პარტია „ქართულ ოცნებასა“ და მის მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს საერთო ჯამში 345 000 ლარით დაეხმარნენ.

კვლევის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ როგორც პოლიტიკურ შემოწირულობებზე, ისე იმ ბიზნესაქტივობებზე, რომლებიც იაშა შერვაშიძისა და მისი ოჯახის წევრების სახელთან არის დაკავშირებული.

კვლევის თანახმად, იაშა შერვაშიძე 2008-2012 წლებში საქართველოს პარლამენტში ქედის მაჟორიტარი დეპუტატი იყო პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ის კვლავ გახდა ქედის მაჟორიტარი დეპუტატი, თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ „ქართულ ოცნებაში“ გადავიდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აღნიშნავს, რომ დეპუტატობის პერიოდში და შემდგომ წლებში შერვაშიძისა და მისი ოჯახის წევრების ბიზნესსაქმიანობა მნიშვნელოვნად გაფართოვდა. კვლევის მიხედვით, ისინი სხვადასხვა ფორმით ფლობენ ან მართავენ 11 კომპანიას, რომელთაგან სამი სამშენებლო სექტორში საქმიანობს.

კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შპს „ჯიი XXI“-ს. ორგანიზაციის ინფორმაციით, კომპანიის დაფუძნებიდან 2020 წლის ივლისამდე მისი თანამესაკუთრე იყო ბათუმის მუნიციპალიტეტის ყოფილი ვიცე-მერი ჯაბა ტუღუში, რომელმაც მოგვიანებით საკუთარი წილი მამას გადასცა. იმავე კვლევის მიხედვით, აღნიშნულმა კომპანიამ ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარედ, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი განავითარა.

კვლევა ასევე ეხება შპს „მტზ-კომპანის“ საქმიანობას. დოკუმენტის თანახმად, კომპანია თავდაპირველად იაშა შერვაშიძის მეუღლემ დააფუძნა, მოგვიანებით კი მის ხელმძღვანელად თავად შერვაშიძე დაინიშნა. კომპანიამ ბათუმში ცენტრალური სტადიონის მიმდებარედ საცხოვრებელი და კომერციული დანიშნულების მრავალფუნქციური პროექტი განახორციელა.

კვლევაში საუბარია ასევე შპს „ს ი ე ლ ჰოლდინგზე“, რომელიც 2025 წელს დაფუძნდა და რომლის ხელმძღვანელიც იაშა შერვაშიძეა. ორგანიზაციის ინფორმაციით, კომპანიას ბათუმში, ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური სამშენებლო პროექტი აქვს დაგეგმილი – რამდენიმე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსისა და კომერციული სივრცის მოწყობით.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ დამატებით აღნიშნავს, რომ იაშა შერვაშიძისა და მის ბიზნესგარემოცვასთან დაკავშირებული პირების მიერ განხორციელებული პოლიტიკური შემოწირულობების პერიოდები ემთხვევა სამშენებლო პროექტების განხორციელების ეტაპებს.

კვლევაში შეფასებული არ არის შესაძლო სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, თუმცა ორგანიზაცია მიუთითებს გარემოებებზე, რომლებიც, მათი შეფასებით, დამატებით საჯარო ინტერესს წარმოადგენს.

Post navigation

Previous: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
Next: მაისში ყველაზე მეტად ტრანსპორტი და სურსათი გაძვირდა – საქსტატი

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში ანტისანიტარიული მდგომარეობაა

აჭარა თაიმსი ივნისი 13, 2026
dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“

აჭარა თაიმსი ივნისი 12, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სროლა ბათუმის ბულვარში – ორი პირი მსუბუქად დაშავდა

აჭარა თაიმსი ივნისი 12, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში ანტისანიტარიული მდგომარეობაა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში ანტისანიტარიული მდგომარეობაა

ივნისი 13, 2026
„დინამო ბათუმმა“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა

ივნისი 13, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 12, 2026
სარფიდან ლაგოდეხამდე – TIR PARK-ების ნაწილი მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს უკავშირდება _AJARATIMES.GE
  • საქართველო

სარფიდან ლაგოდეხამდე – TIR PARK-ების ნაწილი მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს უკავშირდება

ივნისი 12, 2026
ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“ dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“

ივნისი 12, 2026
სროლა ბათუმის ბულვარში – ორი პირი მსუბუქად დაშავდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სროლა ბათუმის ბულვარში – ორი პირი მსუბუქად დაშავდა

ივნისი 12, 2026
ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში ანტისანიტარიული მდგომარეობაა _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში ანტისანიტარიული მდგომარეობაა

ივნისი 13, 2026
„დინამო ბათუმმა“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა _AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა

ივნისი 13, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 12, 2026
სარფიდან ლაგოდეხამდე – TIR PARK-ების ნაწილი მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს უკავშირდება _AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

სარფიდან ლაგოდეხამდე – TIR PARK-ების ნაწილი მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს უკავშირდება

ივნისი 12, 2026
ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“ dakaveba_ajaratimes.ge 5
  • ბათუმი

ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“

ივნისი 12, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.