Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

ისპანი – ადგილი, სადაც 20 მილიონი წლის ისტორია ცოცხლობს და მომავალს იცავს

აჭარა თაიმსი ივლისი 27, 2026
ispanis chaobi, kobuleti_AJARATIMES.GE

ქობულეთის ისპანში დრო სხვაგვარად მიედინება. აქ ყოველი ხავსის ფენა წარსულის კვალს ინახავს, ყოველი წყლის წვეთი კი ეკოსისტემის მრავალსაუკუნოვან ისტორიას აგრძელებს. ის არ არის მხოლოდ ჭაობი, ის ჩვენი ცოცხალი მემატიანე, ბუნებრივი ფარი და იშვიათი სამყაროა, რომლის დაცვაც ჩვენი მომავლის დაცვის ტოლფასია.

ქობულეთის ისპანი საერთაშორისო მნიშვნელობის ბუნებრივი მემკვიდრეობაა. იგი იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ობიექტის – „კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების“ – ნაწილია, რაც მის დაცვას გლობალური მნიშვნელობის პასუხისმგებლობად აქცევს.

ისპანის ტორფნარის განსაკუთრებულობა მის წარმოშობასა და ტიპშია. ისპანი II მსოფლიოში იშვიათი ტიპის ტორფნარია, რომელსაც პერკოლაციური ტორფნარი ეწოდება. ეს ტერმინი ისეთ ფიზიკურ ან ბუნებრივ პროცესს აღნიშნავს, როდესაც სითხე (მაგალითად, წვიმის წყალი) თავისუფლად გადაადგილდება და იჟონება ფოროვან მასალაში, ნიადაგში ან ტორფში ყველა მიმართულებით.

ქობულეთის ისპანი II და კოლხეთის დაბლობზე მდებარე იმნათი თითქმის ხელუხლებლად შემონახული ეკოსისტემებია, რომლებიც მეცნიერებისთვის ბუნებრივი ლაბორატორიის ფუნქციას ასრულებს. ტორფის ფენები ათასობით წლის კლიმატურ და ეკოლოგიურ ისტორიას ინახავს. ტორფის ზედა ფენა, რომელიც, ძირითადად, სფაგნუმისგან შედგება, დაახლოებით 6 მეტრი სისქისაა და ის წარსულის კლიმატზე გვიყვება.

ისპანის მნიშვნელობა განსაკუთრებით იზრდება კლიმატის ცვლილების პირობებში. ტორფნარები ბუნებრივი წყლის რეგულატორია, რადგან ისინი დიდი რაოდენობით წყალს აკავებს და ძლიერი ნალექების დროს წყლის სწრაფ მოძრაობას ამცირებს.

ტორფნარებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს: ისინი ნახშირბადის ბუნებრივი საცავია. ათასობით წლის განმავლობაში, მცენარეული მასის დაგროვებით წარმოქმნილი ტორფი დიდი რაოდენობით ნახშირბადს ინახავს. თუ ასეთი ტერიტორიები დაზიანდება ან დაშრება, დაგროვებული ნახშირბადი შესაძლოა ატმოსფეროში დაბრუნდეს.

ისპანი უნიკალურია არა მხოლოდ გეოლოგიური ისტორიით, არამედ ცოცხალი სამყაროთიც. აქ გვხვდება სფაგნუმის რამდენიმე სახეობა, მათ შორის: სფაგნუმ პაპილოზუმი (Sphagnum papillosum), სფაგნუმ პალუსტრე (Sphagnum palustre) და სფაგნუმ იმბრიკატუმი (Sphagnum imbricatum).“ ასევე მტაცებელი მცენარე დროზერა, დეკა და ყვითელი იელი.

კოლხეთი მსოფლიოში ერთ-ერთი იშვიათი რეგიონია, სადაც სუბტროპიკული კლიმატის პირობებში სფაგნუმზე დაფუძნებული ტორფნარები არსებობს.

მიუხედავად საერთაშორისო სტატუსისა, ისპანის ეკოსისტემა მოწყვლადია. არსებობს რამდენიმე საფრთხე, რომლებიც დღეს, მართალია, შემცირებულია, თუმცა გარკვეული გამოწვევები მაინც რჩება. ესენია: ძველი სადრენაჟო სამუშაოების გავლენა; პირუტყვის ძოვება; ტორფის ზედაპირის დაზიანება; ხანძრის რისკი. ტორფნარის დაზიანება ხშირად შეუმჩნევლად იწყება, თუმცა შედეგი შეიძლება ათწლეულებსა და საუკუნეებს შეეხოს.

ამდენად, ისპანი უბრალოდ ჭაობი არ არის. ის ცოცხალი ორგანიზმია, მილიონობით წლის ბუნებრივი მეხსიერება, წყლის რეგულატორი, ნახშირბადის საცავი და თავშესაფარი ათასობით ცოცხალი ორგანიზმისთვის. ეს ეკოსისტემა ადამიანს საუკუნეების განმავლობაში იცავდა, დღეს კი დაცვა თვითონ სჭირდება. ქობულეთის ისპანი ჩვენამდე უხსოვარი წარსულიდან მოვიდა. ახლა აწმყოში მცხოვრები ადამიანების პასუხისმგებლობაა, რომ მან მომავალშიც უსასრულოდ იარსებოს და თავისი დამცავი ფუნქცია შეუფერხებლად შეასრულოს.

ავტორები: ნაზიბროლა რეხვიაშვილი, სულხან მესხიძე

Post navigation

Previous: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
Next: ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები მასობრივად იხოცება

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში სპორტული კომპლექსის მშენებლობას ადგილობრივები ეწინააღმდეგებიან – 7 ოჯახი აცხადებს, რომ ტერიტორია მათ ეკუთვნით

აჭარა თაიმსი აგვისტო 19, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში წარმოებულ სვანურ მარილში აკრძალული საღებავები გამოვლინდა

აჭარა თაიმსი აგვისტო 17, 2026
matarebeli, rkinigza_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ჩაქვში ახალგაზრდას მატარებელი შეეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა

აჭარა თაიმსი აგვისტო 16, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 24, 2026
„სელფის“ ახალი ფილიალი ბათუმში 3
  • რეკლამა

„სელფის“ ახალი ფილიალი ბათუმში

აგვისტო 24, 2026
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ბრალი წარუდგინა irakli garibashvili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ბრალი წარუდგინა

აგვისტო 24, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

აგვისტო 24, 2026
ბათუმში GDS Park Drift-ის ფინალური ეტაპი გაიმართა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

ბათუმში GDS Park Drift-ის ფინალური ეტაპი გაიმართა

აგვისტო 23, 2026
ახალი სამსახური თუ განაშენიანების მართვის დოკუმენტი – რა იხსნის ბათუმს ქაოსური მშენებლობებისგან? batumi, sofeli, batumis xedi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ახალი სამსახური თუ განაშენიანების მართვის დოკუმენტი – რა იხსნის ბათუმს ქაოსური მშენებლობებისგან?

აგვისტო 23, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 24, 2026
„სელფის“ ახალი ფილიალი ბათუმში 3 2
  • რეკლამა

„სელფის“ ახალი ფილიალი ბათუმში

აგვისტო 24, 2026
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ბრალი წარუდგინა irakli garibashvili_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ბრალი წარუდგინა

აგვისტო 24, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

აგვისტო 24, 2026
ბათუმში GDS Park Drift-ის ფინალური ეტაპი გაიმართა _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

ბათუმში GDS Park Drift-ის ფინალური ეტაპი გაიმართა

აგვისტო 23, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.