„კალათბურთის გუნდმა ბათუმმა“ საქართველოს სუპერლიგის მეოთხე ტურში, „ამრას“ 84:66 მოუგო.
„ბათუმელების“ მხრიდან ყველაზე მეტი, 17 ქულა ოთარ ბულიავამ დააგროვა. „ამრას“ რიგებში 21 ქულით ყველაზე შედეგიანი, მალიკ ტიდველი იყო.
„ამრასთან“ მოგებული მატჩი მეორე გამარჯვებაა „კ/გ ბათუმისთვის“ , მიმდინარე სეზონში.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე