Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

კლინიკებში რეანიმაციული საწოლების რაოდენობა კატასტროფულად შემცირდა – ექიმი

სულხან მესხიძე თებერვალი 2, 2024
mzia qedelidze_ajaratimes.ge

რეანიმაციის ახალი სტანდარტის ძალაში შესვლის შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებებში საწოლების რაოდენობა შემცირდა, რის გამოც ექიმი მზია ქედელიძე მთავრობის ახალ რეგულაციას აკრიტიკებს. “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე იმ შედეგებზე ისაუბრა, რა რეალობის წინაშეც არიან კლინიკები აჭარაში.

ქედელიძის თქმით, ხშირ შემთხვევაში დაწესებულებები იძულებულები არიან, პაციენტების მიღებაზე უარს განაცხადონ, რაც სერვისების მიმღები პირის ჯანმრთელობის მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუარესებს.

“მთავრობის მიდგომები სამედიცინო დაწესებულებების მიმართ ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას. სხვადასხვა რეგულაციების შემოღების შედეგად კლინიკები იძულებულები გახდნენ კატასტროფულად შეემცირებინათ რეანიმაციული საწოლების რაოდენობა,  რის შედეგადაც ვეღარ ხდება შესაბამისი პაციენტების მიღება. კლინიკები დღეების განმავლობაში ვერ ღებულობს პაციენტებს. 

ჯარიმების აცილების მიზნით სხვა კლინიკებში ეძებენ ადგილს, რაც სარისკოა ასეთი ტიპის პაციენტებისთვის, კერძოდ, ვისაც სჭირდება სასწრაფო რეანიმატოლოგიური მკურნალობა.

ახალი რეგულაციები ცუდად მოქმედებს პაციენტის არსებულ მდგომარეობაზე. მკურნალობა, რომელზეც დამოკიდებულია პაციენტის შემდგომი სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეფერხებულია,” – განაცხადა ბრიფინგზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა მზია ქედელიძემ.

საქართველოს ჯანდაცვის ეს გადაწყვეტილება თავის დროზე ათეულობით ექიმმა გააპროტესტა, თუმცა მათი მოთხოვნები სამინისტრომ არ გაითვალისწინა.

ინფორმაციისთვის: რეანიმაციული სერვისის ყველა მიმწოდებელი ვალდებული იყო, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი რეანიმაციული მომსახურების სანებართვო პირობები, 2023 წლის 1 სექტემბრამდე დაეკმაყოფილებინა.

სტანდარტი აწესებს შესაბამის პირობებს რეანიმაციული განყოფილების ინფრასტრუქტურული მოწყობის, აღჭურვილობის, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების, სპეციალური ოპერატიული პროცედურების, მომსახურების ხარისხის, სამედიცინო პერსონალის რაოდენობისა და განათლების ვალდებულების კუთხით. სანებართვო პირობების გარეშე, კლინიკას რეანიმაციული მომსახურების მიწოდების უფლება არ აქვს.

„საქართველოს 2022 − 2030 წლების ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგიის“ თანახმად, 2012-დან 2021 წლამდე, 100 000 მოსახლეზე საავადმყოფოების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და 4.9-დან 7.1-ს მიაღწია, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ საშუალო მაჩვენებელს, რომელიც 2,9-ს შეადგენს.

 

Post navigation

Previous: ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში პაციენტი დაიღუპა
Next: სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მარიამისა და აჩის საერთო ღირებულებები და ბრძოლა

სულხან მესხიძე სექტემბერი 5, 2026
dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხოელი ბათუმში დააკავეს

აჭარა თაიმსი სექტემბერი 5, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო

აჭარა თაიმსი სექტემბერი 4, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

მარიამისა და აჩის საერთო ღირებულებები და ბრძოლა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მარიამისა და აჩის საერთო ღირებულებები და ბრძოლა

სექტემბერი 5, 2026
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხოელი ბათუმში დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხოელი ბათუმში დააკავეს

სექტემბერი 5, 2026
ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო

სექტემბერი 4, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 4, 2026
ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა ხუთი ადამიანი _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა ხუთი ადამიანი

სექტემბერი 3, 2026
თურქი მოვაჭრეები მომხმარებლების დაკარგვას უჩივიან, მათი თქმით, ადამიანები საყიდლებზე საქართველოში მიდიან sarfis sabajo, turqeti_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

თურქი მოვაჭრეები მომხმარებლების დაკარგვას უჩივიან, მათი თქმით, ადამიანები საყიდლებზე საქართველოში მიდიან

სექტემბერი 3, 2026
მარიამისა და აჩის საერთო ღირებულებები და ბრძოლა _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

მარიამისა და აჩის საერთო ღირებულებები და ბრძოლა

სექტემბერი 5, 2026
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხოელი ბათუმში დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხოელი ბათუმში დააკავეს

სექტემბერი 5, 2026
ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო

სექტემბერი 4, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 4, 2026
ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა ხუთი ადამიანი _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა ხუთი ადამიანი

სექტემბერი 3, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.