Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც “ოცნების ქალაქში” მცხოვრებლები ბინებს მიიღებენ

სულხან მესხიძე ივნისი 11, 2024
ocnebis qalaqi_AJARATIMES.GE

“აჭარა თაიმსმა” მოიპოვა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც “ოცნების ქალაქში” მცხოვრებლებზე ბინები გაიცემა. საცხოვრისის მიმღებთა კრიტერიუმები ვრცელია და რამდენიმე პუნქტს მოიცავს. გთავაზობთ კრიტერიუმების ჩამონათვალს, რომელიც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს აქვს შემუშავებული.

  • საცხოვრებელი კომპლექსის მეორე ეტაპის მშენებლობისათვის და მიმდინარე მშენებლობის პროექტით გათვალისწინებული საზოგადოებრივი სივრცის (გზა, მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა და ა.შ.) მოწყობისათვის გამოსათავისუფლებელ ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახები (ტერიტორიული პრინციპით);
  • ოჯახი, რომლის შემადგენლობაშია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი;
  • ოჯახი, რომლის შემადგენლობაშია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი;
  • ოჯახი, რომლის შემადგენლობაშია სპეციალური სამედიცინო მომსახურების საჭიროების მქონე პირი (პირი, რომელსაც არ აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, თუმცა მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საჭიროებს ხანგრძლივ ან/და მუდმივ სამედიცინო მომსახურებას);
  • მარტოხელა მშობელი;
  • მარჩენალდაკარგული;
  • ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირი;
  • მრავალშვილიანი ოჯახი (3 და მეტი არასრულწლოვანი შვილი);
  • ოჯახი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არაუმეტეს 120 000 სარეიტინგო ქულით;
  • მრავალსულიანი ოჯახი (7 და მეტი წევრი);
  • ოჯახი, რომლის შემადგენლობაშია ომის ვეტერანი ან მასთან გათანაბრებული პირი;
  • ოჯახი, რომლის შემადგენლობაშია საპენსიო ასაკის პირი;
  • სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახი;
  • ოჯახი, რომლის შემადგენლობაშია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი – დევნილი;
  • იპოთეკით დაზარალებული ოჯახი (ოჯახი, რომელმაც იპოთეკის გამო დაკარგა საცხოვრებელი სახლი).

ამ თემაზე სამინისტრო მედიისთვის კომენტარს არ აკეთებს. უწყებამ ინფორმაცია დღეს თავად გაავრცელა.

“ოცნების ქალაქში მცხოვრებ ოჯახებზე საცხოვრებელი ფართების გადაცემის პროცესი გრძელდება. ამ დრომდე ბინები სპეციალური კომისიის მიერ შემუშავებული კრიტერიუმებით შერჩეულ 108 ოჯახზე გადანაწილდა. საცხოვრებელი ფართების განაწილების პროცედურა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გაიმართა.

ოჯახებს ბინების მიღება მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ მიულოცა. ბინების განაწილების პროცესი შემდეგ დღეებშიც გაგრძელდება. სამინისტროს მიერ უკვე ეცნობა იმ ოჯახებს, რომლებიც საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან. ჯამში პირველ ეტაპზე ბინას 582 ოჯახი მიიღებს. სამი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა და კეთილმოწყობა “ოცნების ქალაქში” უკვე დასრულებულია,” – წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის: “ოცნების ქალაქში” მცხოვრებლებს აჭარის მთავრობისთვის ულტიმატუმი აქვთ წაყენებული. ისინი მეორე ეტაპზე გადასაცემი ბინების საგარანტიო ხელშეკრულების დადებასა და პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას მოითხოვენ. იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნები არ იქნება გათვალისწინებული ათი დღის შემდეგ აქციას უკვე აჭარის მთავრობასთან გამართავენ.

აქვე დაგაინტერესებთ: სამ კორპუსში, რომელიც უკვე აშენდა 582 ბინაა. “ოცნების ქალაქში” კი 1700-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს, საიდანც 2 000-მდე ბავშვია. “ოცნების ქალაქი” 2012 წელს გაჩნდა, ტერიტორიაზე სხვადასხვა სოციალური პრობლემის მქონე მოქალაქეები თვითნებურად დასახლდნენ.

 

Post navigation

Previous: თაღლითობისთვის კომპანიის დირექტორი დააკავეს
Next: G17-ის სცენა „ახალი თეატრის“ „შეყრის“ და „გაყრის“ მუსიკალური ნაზავის საზაფხულო სესიას მასპინძლობს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ხელოვნური კუნძულისთვის მთას შლიან

აჭარა თაიმსი ივლისი 9, 2026
policia_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ჩაქვში ვეტერინარულ აფთიაქში ვადაგასული პრეპარატები აღმოაჩინეს

აჭარა თაიმსი ივლისი 1, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

„არჩევნების დროს მხოლოდ დაპირებებს ვისმენთ“ – კვირიკეში მოსახლეობა გზის, წყლისა და გარეგანათების პრობლემების მოგვარებას ითხოვს

სულხან მესხიძე ივნისი 29, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 15, 2026
ბათუმის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უნებართვო მშენებლობა ისე მიმდინარეობდა, რომ მაკონტროლებელმა ორგანომ ვერ შენიშნა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უნებართვო მშენებლობა ისე მიმდინარეობდა, რომ მაკონტროლებელმა ორგანომ ვერ შენიშნა

ივლისი 15, 2026
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს

ივლისი 15, 2026
ევროპის ჩემპიონატი ქვიშის ფეხბურთში დაიწყო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

ევროპის ჩემპიონატი ქვიშის ფეხბურთში დაიწყო

ივლისი 15, 2026
ბათუმში, 1900 წელს აგებული შენობის რეკონსტრუქციისთვის მშენებლობის ნებართვა გაიცა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, 1900 წელს აგებული შენობის რეკონსტრუქციისთვის მშენებლობის ნებართვა გაიცა

ივლისი 14, 2026
ბათუმში, კორპუსში ხანძრის შედეგად ბინა დაიწვა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, კორპუსში ხანძრის შედეგად ბინა დაიწვა

ივლისი 14, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 15, 2026
ბათუმის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უნებართვო მშენებლობა ისე მიმდინარეობდა, რომ მაკონტროლებელმა ორგანომ ვერ შენიშნა _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უნებართვო მშენებლობა ისე მიმდინარეობდა, რომ მაკონტროლებელმა ორგანომ ვერ შენიშნა

ივლისი 15, 2026
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს

ივლისი 15, 2026
ევროპის ჩემპიონატი ქვიშის ფეხბურთში დაიწყო _AJARATIMES.GE 4
  • სპორტი

ევროპის ჩემპიონატი ქვიშის ფეხბურთში დაიწყო

ივლისი 15, 2026
ბათუმში, 1900 წელს აგებული შენობის რეკონსტრუქციისთვის მშენებლობის ნებართვა გაიცა _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში, 1900 წელს აგებული შენობის რეკონსტრუქციისთვის მშენებლობის ნებართვა გაიცა

ივლისი 14, 2026

სიახლეების კალენდარი

ივლისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« ივნ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.