Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

მაისში ყველაზე მეტად ტრანსპორტი და სურსათი გაძვირდა – საქსტატი

აჭარა თაიმსი ივნისი 4, 2026
statistika_AJARATIMES.GE

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის მაისში საქართველოში წინა თვესთან შედარებით ინფლაცია 0.3 პროცენტი იყო, ხოლო წლიურმა ინფლაციამ 5.7 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში საბაზო ინფლაცია 3.8 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაცია 3.5 პროცენტით.

საქსტატის ინფორმაციით, მაისში ფასების ცვლილებაზე ყველაზე დიდი გავლენა ტრანსპორტის ჯგუფმა მოახდინა, ამ მიმართულებით ფასები ერთ თვეში 3.2 პროცენტით გაიზარდა. გაძვირდა პირადი ავტომობილების ექსპლუატაცია, სატრანსპორტო მომსახურება და სატრანსპორტო საშუალებების შეძენა.

მეორე მხრივ, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები თვიურად 0.6 პროცენტით შემცირდა. გაიაფდა ბოსტნეული და ბაღჩეული, ასევე რძე, ყველი და კვერცხი. თუმცა გაძვირდა ხილი, უალკოჰოლო სასმელები, ყავა, ჩაი, თევზეული და ხორცპროდუქტები.

ასევე, მაისში 3.2 პროცენტით შემცირდა კავშირგაბმულობის ჯგუფის ფასები. რაც შეეხება წლიურ ჭრილს, ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ სურსათისა და ტრანსპორტის მიმართულებით ფასების ზრდამ მოახდინა.

წლიურად:

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – 5.2%-ით გაძვირდა;
  • ტრანსპორტი – 15.1%-ით გაიზარდა;
  • საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია და აირი – 7%-ით გაძვირდა;
  • ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო – 7.2%-ით გაიზარდა;
  • ჯანმრთელობის დაცვა – 5.1%-ით გაძვირდა.

სტატისტიკის თანახმად, სურსათის კატეგორიაში ყველაზე მაღალი ზრდა თევზეულზე, ხორცპროდუქტებზე და პურსა და პურპროდუქტებზე დაფიქსირდა, ხოლო ბოსტნეული წლიურ ჭრილში გაიაფდა.

Post navigation

Previous: იაშა შერვაშიძემ, ოჯახის წევრებმა და ბიზნესპარტნიორებმა „ქართულ ოცნებას“ 345 ათასი ლარი შესწირეს – შეწირულობების პარალელურად ბიზნესაქტივობები იზრდებოდა
Next: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

txili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან

ლევან ურიდია ოქტომბერი 16, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 19 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 16, 2026
fuli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

2025 წელს საქართველოში საფინანსო სექტორის შემოსავალმა 13.8 მილიარდი ლარი შეადგინა

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 16, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა shuaxevis meria_AJARATIMES.GE
  • შუახევი

შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

ოქტომბერი 17, 2026
„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა fexburti.sporti.dinamo_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა

ოქტომბერი 17, 2026
ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა

ოქტომბერი 17, 2026
ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს batumis aeroporti,tvitmfrinavi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 17, 2026
თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან txili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან

ოქტომბერი 16, 2026
ევროკავშირი საქართველოს მთავრობას ფინანსურ დახმარებას აღარ გაუწევს, მოსახლეობის მხარდაჭერას კი გააგრძელებს eurokavshiri, eu, qolga, amindi, mtavroba_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

ევროკავშირი საქართველოს მთავრობას ფინანსურ დახმარებას აღარ გაუწევს, მოსახლეობის მხარდაჭერას კი გააგრძელებს

ოქტომბერი 16, 2026
შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა shuaxevis meria_AJARATIMES.GE 1
  • შუახევი

შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

ოქტომბერი 17, 2026
„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა fexburti.sporti.dinamo_AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა

ოქტომბერი 17, 2026
ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა policia_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა

ოქტომბერი 17, 2026
ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს batumis aeroporti,tvitmfrinavi_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 17, 2026
თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან txili_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან

ოქტომბერი 16, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.