Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ხელვაჩაური

მთავრობამ დაუმთავრებელი სკვერი გახსნა – ინფრასტრუქტურული პრობლემები გმირთა ხეივანში გახსნიდან 1 თვის შემდეგ

სულხან მესხიძე ივლისი 3, 2024
gmirta xeivani_AJARATIMES.GE

ბათუმში, გმირთა ხეივნის რეაბილიტაციის “დასრულების” შესახებ მთავრობამ დაახლოებით ერთი თვის წინ განაცხადა. საქართველოსა და აჭარის მთავრობამ პროექტის პრეზენტაცია გამართა, თუმცა იკვეთება, რომ სამუშაოები ხარვეზებით შესრულდა.

გმირთა ხეივნის მთელს პერიმეტრზე 6 შადრევანია, საიდანაც 5 არ მუშაობს. გამაგრილებელი საშუალება არც პრეზენტაციის დღეს ფუნქციონირებდა, ეს მთავრობის მიერ გავრცელებული კადრებიდანაც კარგად ჩანს.

სკვერში ინფრასტრუქტურული ხარვეზები ამით არ სრულდება. ლამპიონების დაწილი გათიშულია და მწყობრიდანაა გამოსული. ფაქტის ამსახველი ფოტო “აჭარა თაიმსმა” 2 ივლისს გადაიღო.

ირკვევა, რომ სკვერში არც ელექტროენერგიის სადენებია გამართულ მდგომარეობაში. ბეტონის ნაწილი ამოჭრილია და სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

უფუნქციოა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის გათვალისწინებული ლიფტებიც, რომელთა საშუალებითაც ეტლით მოსარგებლე პირებმა ხიდებზე ასვლა უნდა შეძლონ. კაბინები პროექტის პრეზენტაციის დღესაც დაკეტილი იყო.

ბათუმში ჟიული შარტავას სახელობის გმირთა ხეივნის სრული რეაბილიტაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში განახორციელა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 35 მილიონამდე ლარით დაფინანსდა.

უწყებაში ინფრასტრუქტურულ ხარვეზებზე დასმული კითხვები უპასუხოდ დატოვეს. თუმცა აღნიშნეს, რომ პროექტი ბათუმის მერიას ჩააბარეს და მასზე პასუხისმგებელი სწორედ ეს უწყებაა. “აჭარა თაიმსის” კითხვებს არც ბათუმის მერიაში უპასუხეს.

ინფორმაციისთვის: გმირთა ხეივნის მოწყობაზე გაცილებით მეტი დაიხარჯება, ვიდრე თავდაპირველი ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, ამის შესახებ სტატია „ფაქტ-მეტრმა“ მოამზადა. მასალის ავტორის ცნობით, პროექტის შესრულება ვადების დარღვევითა და საეჭვო გარემოებებით მიმდინარეობდა.

Post navigation

Previous: მძღოლებს წინა გვერდითა მინების 60% დამუქების უფლება ეძლევათ
Next: “ოცნების ქალაქში” ხანძრის შედეგად დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

sarfi_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უზბეკეთის მოქალაქე სარფში დააკავეს

აჭარა თაიმსი ივლისი 14, 2026
kvariati,sarfi_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ირაკლი კობახიძის თქმით, ბათუმი–სარფის ახალი მაგისტრალის მშენებლობა წელს დაიწყება და 2031 წელს დასრულდება

აჭარა თაიმსი ივნისი 26, 2026
dakaveba_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ბათუმსა და ხელვაჩაურში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი ივნისი 26, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„დინამო ბათუმმა“ ნოდარ ყალიჩავა დაიმატა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ ნოდარ ყალიჩავა დაიმატა

ივლისი 14, 2026
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უზბეკეთის მოქალაქე სარფში დააკავეს sarfi_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უზბეკეთის მოქალაქე სარფში დააკავეს

ივლისი 14, 2026
ბათუმში 26-სართულიანი კორპუსის მშენებლობას ადგილობრივები ეწინაღმდეგებიან _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში 26-სართულიანი კორპუსის მშენებლობას ადგილობრივები ეწინაღმდეგებიან

ივლისი 13, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi, santeli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 13, 2026
„დინამო ბათუმმა“ გამოცდილი შემტევი ნახევარმცველი დაიმატა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ გამოცდილი შემტევი ნახევარმცველი დაიმატა

ივლისი 12, 2026
ბათუმში ვარდავარის ტრადიციული დღესასწაული აღნიშნეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ვარდავარის ტრადიციული დღესასწაული აღნიშნეს

ივლისი 12, 2026
„დინამო ბათუმმა“ ნოდარ ყალიჩავა დაიმატა _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ ნოდარ ყალიჩავა დაიმატა

ივლისი 14, 2026
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უზბეკეთის მოქალაქე სარფში დააკავეს sarfi_AJARATIMES.GE 2
  • ხელვაჩაური

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უზბეკეთის მოქალაქე სარფში დააკავეს

ივლისი 14, 2026
ბათუმში 26-სართულიანი კორპუსის მშენებლობას ადგილობრივები ეწინაღმდეგებიან _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში 26-სართულიანი კორპუსის მშენებლობას ადგილობრივები ეწინაღმდეგებიან

ივლისი 13, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi, santeli_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 13, 2026
„დინამო ბათუმმა“ გამოცდილი შემტევი ნახევარმცველი დაიმატა _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ გამოცდილი შემტევი ნახევარმცველი დაიმატა

ივლისი 12, 2026

სიახლეების კალენდარი

ივლისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« ივნ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.