Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

„მომწამვლელი კვამლი ბინებში აღწევს“ – ბათუმში კორპუსის მცხოვრებლები თეთრეულის სამრეცხაოს დახურვას ითხოვენ

აჭარა თაიმსი ივლისი 7, 2026
_AJARATIMES.GE

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩის №18ზ-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებლები პირველ სართულზე მოქმედი თეთრეულის სამრეცხაოს საქმიანობას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, ობიექტის მუშაობა მათ ჯანმრთელობასა და საცხოვრებელ გარემოს პრობლემებს უქმნის.

ადგილობრივების თქმით, დანადგარების მუშაობისას საკვამურიდან გამოდის სპეციფიკური სუნის მქონე კვამლი, რომელიც კორპუსის თითქმის ყველა ბინის ფანჯარასთან აღწევს. მათი განცხადებით, ამის გამო მოსახლეობას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და არაერთ შემთხვევაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაც გახდა საჭირო.

მოსახლეობის თქმით, სამრეცხაოს ფუნქციონირებას უკვე ერთ თვეზე მეტია აპროტესტებენ. მათი განცხადებით, არაერთხელ მიმართეს შესაბამის სახელმწიფო და მუნიციპალურ სამსახურებს, თუმცა, როგორც ამბობენ, მათ შეტყობინებებს ამ დრომდე სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია.

„აჭარა თაიმსი“ ადგილზე იმყოფებოდა. თავდაპირველად ობიექტზე ხელმძღვანელობა არ დაგვხვდა, თანამშრომლებმა კი განაცხადეს, რომ არსებული პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობა მიმდინარეობს.

თემას მოგვიანებით გამოეხმაურა საწარმოს მფლობელიც. მისი განცხადებით, თეთრეულის სამრეცხაო ყველა მოქმედი სტანდარტის დაცვით ფუნქციონირებს. როგორც ამბობენ, ჰქონდათ მცდელობა, საკვამურები შესაბამის მოთხოვნებთან შეესაბამებინათ, თუმცა, მათი თქმით, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ხელოსნებს სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა არ მისცეს.

საწარმოს მფლობელის განცხადებითვე, ობიექტი დღე-ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში არ მუშაობს. მათ ასევე უარყვეს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სამრეცხაოს მმართველი პარტიიდან მფარველები ჰყავდეთ.

ნახეთ, პირდაპირი ეთერის ჩანაწერი

 

Post navigation

Previous: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
Next: ვეტერინარული კლინიკები რეგიონებში პატრონიანი ძაღლების სტერილიზაციასა და ჩიპირებას უფასოდ ჩაატარებენ

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

აჭარა თაიმსი ივლისი 27, 2026
eklesia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ვიტრაჟების რეაბილიტაცია დასრულდა

აჭარა თაიმსი ივლისი 27, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში უკანონო ონლაინკაზინოს საქმიანობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს, მეორეს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს

აჭარა თაიმსი ივლისი 27, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ივლისი 27, 2026
ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები მასობრივად იხოცება _AJARATIMES.GE
  • არჩევნები

ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები მასობრივად იხოცება

ივლისი 27, 2026
ისპანი – ადგილი, სადაც 20 მილიონი წლის ისტორია ცოცხლობს და მომავალს იცავს ispanis chaobi, kobuleti_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ისპანი – ადგილი, სადაც 20 მილიონი წლის ისტორია ცოცხლობს და მომავალს იცავს

ივლისი 27, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 27, 2026
ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ვიტრაჟების რეაბილიტაცია დასრულდა eklesia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ვიტრაჟების რეაბილიტაცია დასრულდა

ივლისი 27, 2026
„პლატფორმა 2025“ პროპაგანდისტული მედიის ჟურნალისტების, პროდიუსერებისა და მენეჯერების სანქცირების მოთხოვნით გამოდის sanqcia_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

„პლატფორმა 2025“ პროპაგანდისტული მედიის ჟურნალისტების, პროდიუსერებისა და მენეჯერების სანქცირების მოთხოვნით გამოდის

ივლისი 27, 2026
ბათუმის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ივლისი 27, 2026
ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები მასობრივად იხოცება _AJARATIMES.GE 2
  • არჩევნები

ბათუმში, არდაგანის ტბაში თევზები მასობრივად იხოცება

ივლისი 27, 2026
ისპანი – ადგილი, სადაც 20 მილიონი წლის ისტორია ცოცხლობს და მომავალს იცავს ispanis chaobi, kobuleti_AJARATIMES.GE 3
  • ქობულეთი

ისპანი – ადგილი, სადაც 20 მილიონი წლის ისტორია ცოცხლობს და მომავალს იცავს

ივლისი 27, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 27, 2026
ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ვიტრაჟების რეაბილიტაცია დასრულდა eklesia_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ვიტრაჟების რეაბილიტაცია დასრულდა

ივლისი 27, 2026

სიახლეების კალენდარი

ივლისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« ივნ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.