Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • ბათუმი

ნარკოდანაშაულისთვის 27 პირია დაკავებული, მათ შორის 15 ნარკორეალიზატორია – შსს

აჭარა თაიმსი ივნისი 19, 2024
_AJARATIMES.GE - 1

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 27 პირი დააკავეს, მათ შორის 15 ნარკორეალიზატორია, ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

„სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებია ამოღებული. პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების, ასევე ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო გასაღების, გასაღების მომზადებისა და გასაღების მცდელობის ფაქტებზე დაკავებულები არიან: 2004 წელს დაბადებული ნ.რ., 1987 წელს დაბადებული ვ.ბ., 1987 წელს დაბადებული თ.მ., 2001 წელს დაბადებული ნ.ტ.; 2003 წელს დაბადებული თ.პ.; 2003 წელს დაბადებული გ.ზ.; 1988 წელს დაბადებული დ.ა.; 2002 წელს დაბადებული ა.შ.; 2002 წელს დაბადებული შ.ბ. და წარსულში ნასამართლევი: 1988 წელს დაბადებული ს.ბ.; 1990 წელს დაბადებული გ.მ.; უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1973 წელს დაბადებული მ.შ., 1998 წელს დაბადებული გ.ი., 1988 წელს დაბადებული ლ.გ. და 1993 წელს დაბადებული დ.პ.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის და გატანის, უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მცდელობის და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1988 წელს დაბადებული ს.ა., 1992 წელს დაბადებული რ. ბ.; 1960 წელს დაბადებული გ.რ.; 1975 წელს დაბადებული ნ.ა.; 2001 წელს დაბადებული ლ.ბ.; 1995 წელს დაბადებული რ.ქ.; 1954 წელს დაბადებული გ.პ. და წარსულში ნასამართლევი: 1975 წელს დაბადებული ზ.ბ.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1994 წელს დაბადებული ი.კ.; 1968 წელს დაბადებული ა.ზ.; 1968 წელს დაბადებული ჰ.რ., 1986 წელს დაბადებული ჰ.გ.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის:

„ჰეროინი“, „კოკაინი“, „ბუპრენორფინი“, „მორფინი“, „თებაინი“, „კოდეინი“, „მეტადონი“, „ალფა პვპ“, „მეფედრონი“, „კლეფედრონი“, „მეტამფეტამინი“, „ლირიკა“ და „მარიხუანა“.

ბრალდებულებისგან პოლიციამ, ასევე, ნივთმტკიცებად, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული დიდი ოდენობით ფული და ელექსტრო სასწორები ამოიღო. ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე, 19-260-ე, 261-ე, 262-ე, 265-ე, 273-ე პრიმა და 19-273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი
Next: აკუსტიკურ ხმაურის ნორმების გადაჭარბების ფაქტზე ბათუმში 25 სუბიექტი დაჯარიმეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მე-4 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის ვადა და ღირებულება კვლავ გაიზარდა

აჭარა თაიმსი მაისი 20, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ვეტკლინიკა „ოთხ თათში“ ვადაგასული პრეპარატი აღმოაჩინეს

აჭარა თაიმსი მაისი 20, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი აღმოაჩინეს

აჭარა თაიმსი მაისი 20, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმის მე-4 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის ვადა და ღირებულება კვლავ გაიზარდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მე-4 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის ვადა და ღირებულება კვლავ გაიზარდა

მაისი 20, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

მაისი 20, 2026
რას სთავაზობს ექსპრს ლომბარდი მომხმარებლებს? IMG_9043
  • რეკლამა

რას სთავაზობს ექსპრს ლომბარდი მომხმარებლებს?

მაისი 20, 2026
ბათუმში ვეტკლინიკა „ოთხ თათში“ ვადაგასული პრეპარატი აღმოაჩინეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ვეტკლინიკა „ოთხ თათში“ ვადაგასული პრეპარატი აღმოაჩინეს

მაისი 20, 2026
ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი აღმოაჩინეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი აღმოაჩინეს

მაისი 20, 2026
სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა

მაისი 20, 2026
ბათუმის მე-4 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის ვადა და ღირებულება კვლავ გაიზარდა _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმის მე-4 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის ვადა და ღირებულება კვლავ გაიზარდა

მაისი 20, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

მაისი 20, 2026
რას სთავაზობს ექსპრს ლომბარდი მომხმარებლებს? IMG_9043 3
  • რეკლამა

რას სთავაზობს ექსპრს ლომბარდი მომხმარებლებს?

მაისი 20, 2026
ბათუმში ვეტკლინიკა „ოთხ თათში“ ვადაგასული პრეპარატი აღმოაჩინეს _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში ვეტკლინიკა „ოთხ თათში“ ვადაგასული პრეპარატი აღმოაჩინეს

მაისი 20, 2026
ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი აღმოაჩინეს _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი აღმოაჩინეს

მაისი 20, 2026

სიახლეების კალენდარი

მაისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« აპრ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.