Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

ნინო ნადირაძე ბათუმელ მედროშეს “ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას” ედავება და უჩივის

აჭარა თაიმსი მარტი 24, 2025
temur katamadze_AJARATIMES.GE

ინფორმაცია განახლდა: თბილისის საქალაქო სასამართლომ თემურ ქათამაძე ადმინისტრაციულ საქმეზე სამართალდამრღვევად ცნო და 2,800 ლარით დააჯარიმა. ქათამაძეს კლინიკა “ვივამედის” გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში სდებდა ბრალს.

ბრალდების მხარის ერთ-ერთმა მოწმემ განაცხადა, რომ ქათამაძემ ნინო ნადირაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, თანაც გინებაც გაისმა და მის მიმართ ფეხიც მოიქნია. თემურ ქათამაძემ ბრალდება უარყოფს და აცხადებს, რომ ნინო ნადირაძისთვის არც სიტყვიერი და არც ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენებია.


კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ, ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშეს, თემურ ქათამაძეს სასამართლოში უჩივლა. მიზეზი კი, როგორც ნადირაძე ამტკიცებს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა გახდა.

ნადირაძის განცხადებით, ქათამაძემ მას პალატაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და რაც მთავარია, „ფეხიც კი დაარტყა“. „არამარტო სიტყვიერი შეურაცხყოფა, არამედ წიხლიც ჩამარტყა. მეტს არაფერს გეტყვით, დღეს ჩემი დაბადების დღეა, ნახვამდის. დანარჩენს სასამართლო იტყვის“, – განაცხადა ნადირაძემ „ტვ პირველთან“ ინტერვიუში.

ცნობისთვის: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით შედგენილ სამართალდარღვევის ოქმში მითითებულია, რომ თემურ ქათამაძემ საზოგადოებრივი წესრიგი და მოქალაქეთა სიმშვიდე დაარღვია.

ინფორმაციისთვის: თემურ ქათამაძე 48 დღიანი შიმშილობის შემდეგ „ვივამედში“ გადაიყვანეს, რადგან შიმშილობის გამო მან გონება დაკარგა.

“იმ დღეს ინციდენტს თავიდან ბოლომდე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი და მიგრაციის დეპარტამენტის 3 პოლიციელი, გამოიძახეს პოლიცია. სინამდვილეში ეს არის ვივა მედის ადმინისტრაციის მიერ, მიზანმიმართულად დაგეგმილი და კლინიკის ხელმძღვანელობის მხრიდან პროვოცირებული ინციდენტი. ეს არის მათ მიერ დაგეგმილი ტყუილი და ასაჩივრებენ ცრუ ბრალდებით. მე პოლიციელებს მოვუყევი, რა როგორ მოხდა. მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებიც მიერ ბათუმელი მედროშის მიმართ, ვივა მედის ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული 48-საათიანი სპეცოპერაცია სამწუხაროდ, წარმატებით განხორციელდა და დასრულდა. სპეცოპერაციის მიზეზი და მიზანი, ქათამაძის განეიტრალებას ემსახურება“, – ამონარიდი თემურ ქათამაძის წერილიდან.

გარემოება: 11 იანვარს, თემურ ქათამაძე დააკავეს და ის დაადანაშაულეს პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში. დაკავების შემდეგ მან განაცხადა, რომ პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. გარდა ამისა, აღნიშნავდა, რომ პოლიციის შენობაში მას უთხრეს: „არ ხარ საქართველოს მოქალაქე, შენს ქვეყანაში წადიო“. თემურ ქათამაძე მუჰაჯირების შთამომავალია და უკვე რამდენიმე წელია საქართველოს მოქალაქეობის მიღებას უშედეგოდ ცდილობს.

გაიცანით თემურ ქათამაძე – ადამიანი, რომელმაც პროტესტი თავისი ცხოვრების ნაწილად აქცია და ბრძოლობს თავისუფლების, დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის.

Post navigation

Previous: აჭარის ნაკრებმა 17 წლამდელთა საქართველოს ჩემპიონატში ბერძულ-რომაულ ჭიდაობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა 
Next: “ქართული ოცნების” პრეზიდენტმა, რუსულ კანონზე საკონსტიტუციო სარჩელი უკან გამოიწვია

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ივნისი 24, 2026
dakaveba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი ივნისი 24, 2026
mikheil saakashvili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

უცხოელი მსჯავრდებულების გაძევების ახალი წესი შესაძლოა მიხეილ სააკაშვილსაც შეეხოს

აჭარა თაიმსი ივნისი 23, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება

ივნისი 24, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 24, 2026
თურქეთში საქართველოს მოქალაქის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ხანდაზმულობის გამო შეწყდა cixe_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

თურქეთში საქართველოს მოქალაქის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ხანდაზმულობის გამო შეწყდა

ივნისი 24, 2026
თემურ გორგაძემ შსს-ს სასამართლო დავა მოუგო _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

თემურ გორგაძემ შსს-ს სასამართლო დავა მოუგო

ივნისი 24, 2026
53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ივნისი 24, 2026
„დინამო ბათუმმა“ „დინამოების დერბი“ დათმო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „დინამოების დერბი“ დათმო

ივნისი 24, 2026
ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება

ივნისი 24, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 24, 2026
თურქეთში საქართველოს მოქალაქის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ხანდაზმულობის გამო შეწყდა cixe_AJARATIMES.GE 3
  • უცხოეთი

თურქეთში საქართველოს მოქალაქის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ხანდაზმულობის გამო შეწყდა

ივნისი 24, 2026
თემურ გორგაძემ შსს-ს სასამართლო დავა მოუგო _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

თემურ გორგაძემ შსს-ს სასამართლო დავა მოუგო

ივნისი 24, 2026
53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ივნისი 24, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.