Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

„ოცნებამ ამიკრძალა ვემსახურო საქართველოს“ – ციალა ქათამიძე

აჭარა თაიმსი აპრილი 12, 2025
ciala qatamidze_AJARATIMES.GE

სამოქალაქო აქტივისტი ციალა ქათამიძე, რომელიც ანტირუსულ საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობს, სამხედრო რეზერვიდან გაათავისუფლეს. ქათამიძის განცხადებით, მან დღეს, 12 აპრილს, მიიღო ოფიციალური ბრძანება, რომლის მიხედვითაც ის საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის რეზერვში აღარ ირიცხება. ქათამიძის თქმით, ბრძანებას ხელს აწერს გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი.

„დღეს ჩავიბარე ბრძანება, თანამდებობიდან და სამხედო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. ანუ, მარტივად რომ ვთქვა, დღეს მე, საქართველოს მოქალაქეს, რეზერვისტს, რომლის  ერთ-ერთი მთავარი მოვალეობაც, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფიზიკურად დაცვა, „ქართულმა ოცნებამ“ ამიკრძალა მქონდეს პატივი, საჭიროების შემთხვევაში, იარაღით ხელში ვემსახურო საკუთარ ქვეყანას! ამაზე დიდი შეურაცხყოფა, 38 წლის ვარ და ჩემთვის არასდროს არავის მოუყენებია.

ირგვლივ გამეფებული უკანონობისა და უსამართლობის, ათეულობით სინდისის პატიმრის, ასეულობით სასტიკად ნაცემი ადამიანის, ასეულობით გათავისუფლებული და ათასობით დაშინებული საჯარო მოხელის ფონზე, მსგავსი უკანონო, უსამართლო თუ დისკრიმინაციული ფაქტები, ჩემს ცხოვრებაში ალბათ ბევრი იქნება, ვიცი, მაგრამ არ მეშინია!

არ მეშინია, რადგან ზუსტად ვიცი, რომ ჩემი პროფესიული საქმიანობის მთავარი მიზანი, როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო ცხოვრებაში იყო, არის და იქნება ერთი, – ვემსახურო საქართველოს. თამამად, ამაყად, გულწრფელად, ყველა ეროვნული გმირის წინაშე, ღვთისა და ერის წინაშე, შემიძლია ვთქვა, რომ ვემსახურები საქართველოს!“ – დაწერა სოციალურ ქსელშ ციალა ქათამიძემ.

ინფორმაციისთვის: სამოქალაქო აქტივისტი რეზერვის წევრი 2022 წლის 14 სექტემბრიდან იყო. ციალა ქათამიძე მიჩნევს, რომ სამხედრო რეზერვიდან მისი სამოქალაქო პოზიციისა და აქციებში მონაწილეობისთვის გაათავისუფლეს. ქათამიძის განმარტებით, გარდა სამხედრო სამსახურის შეწყვეტისა, მას 2 000 ლარიანი ჯარიმაც დაეკისრა. ქათამიძე გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

Post navigation

Previous: ს/კ გონიომ ეროვნული ლიგა ორის მე-6 ტურის მატჩი მოიგო
Next: “კ/კ ბათუმმა “ორბთან” მატჩი 86 – 88 წააგო

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მარიამისა და აჩის საერთო ღირებულებები და ბრძოლა

სულხან მესხიძე სექტემბერი 5, 2026
dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხოელი ბათუმში დააკავეს

აჭარა თაიმსი სექტემბერი 5, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო

აჭარა თაიმსი სექტემბერი 4, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

მარიამისა და აჩის საერთო ღირებულებები და ბრძოლა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მარიამისა და აჩის საერთო ღირებულებები და ბრძოლა

სექტემბერი 5, 2026
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხოელი ბათუმში დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხოელი ბათუმში დააკავეს

სექტემბერი 5, 2026
ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო

სექტემბერი 4, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 4, 2026
ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა ხუთი ადამიანი _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა ხუთი ადამიანი

სექტემბერი 3, 2026
თურქი მოვაჭრეები მომხმარებლების დაკარგვას უჩივიან, მათი თქმით, ადამიანები საყიდლებზე საქართველოში მიდიან sarfis sabajo, turqeti_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

თურქი მოვაჭრეები მომხმარებლების დაკარგვას უჩივიან, მათი თქმით, ადამიანები საყიდლებზე საქართველოში მიდიან

სექტემბერი 3, 2026
მარიამისა და აჩის საერთო ღირებულებები და ბრძოლა _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

მარიამისა და აჩის საერთო ღირებულებები და ბრძოლა

სექტემბერი 5, 2026
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხოელი ბათუმში დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხოელი ბათუმში დააკავეს

სექტემბერი 5, 2026
ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო

სექტემბერი 4, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 4, 2026
ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა ხუთი ადამიანი _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა ხუთი ადამიანი

სექტემბერი 3, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.